Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საზოგადოებასაბერძნეთი

კიფსელის რაიონში საგზაო მოძრაობის რეგულაციები

კიფსელის რაიონში საგზაო მოძრაობის რეგულაციები, რომელიც 2დან 29 თებერვლამდე იქნება ძალაში

მეტროს ახალი, მე-4 ხაზის სამუშაოებთან დაკავირებით,  მთელი თებერვლის თვის განმავლობაში ძალაში შედის საგზაო მოძრაობის ახალი რეგულაციები და ისინი, 24 საათის განმავლობაში იმოქმედებს. საუბარია კიფსელის რაიონში მეტროპოლიტენის მე – ხაზის, ამავე სახელწოდების მეტროსადგურის მშენებლობაზე.

კერძოდ, 02/02/2024-დან 29/02/2024-მდე მთელი 24-საათიანი პერიოდის განმავლობაში, ათენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საგზაო მონაკვეთებზე იმოქმედებს ავტომანქანების მოძრაობის დროებითი რეგულაციები შემდეგი სახით:

ფაზა 1.

კანარის მოედნის გარშემო, გზის ზედაპირის სიგანე შემცირდება და ავტომობილების მოძრაობა (მინიმალურ, დაახლოებით 4,50მ  სიგანის) გზის ზედაპირის მარცხენა მიმართულებით იქნება შესაძლებელი.

სკოპელოს ქუჩის გარშემო, გზის ზედაპირის სიგანე შემცირდება და ავტომობილების მოძრაობა (მინიმალურ, დაახლოებით 3,50მ  სიგანის) გზის ზედაპირის მარცხენა მხარეს, ფოკიანოს ქუჩის მიმართულებით იქნება შესაძლებელი.

ავტომობილები ორმხრივ ნაკადად იმოძრავებენ კიფსელის ქუჩაიდან კანარის მოედნისკენ და კანარის მოედნიდან სკოპელოს ქუჩამდე.

სამუშაოების ზონაში მოძრავი მანქანებისთვის მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა 30 კმ/სთ განისაზღვრება.

სამუშაოების ზონაში მოძრავი მანქანებისთვის გადასწრების იკრძალება.

სამშენებლო ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების  გაჩერება გზის ორივე მხარეს აკრძალულია.

ფაზა 2.

კანარის მოედნის მიმდებარე ქუჩის გარშემო გზის ზედაპირის სიგანე შემცირდება (მინიმალური სიგანე დაახლოებით 6.50 მ) ფოკას ქუჩის შესართავთან. მოძრაობა გზის მარჯვენა მხარეს იქნება შესაძლებელი.

კანარის  მოედნის მიმდებარე ქუჩის გზის ზედაპირის სიგანე  შემცირდება, (მინიმალური სიგანე დაახლოებით 5.00 მ) ველვედუს ქუჩის შესართავთან. მოძრაობა გზის მარჯვენა მხარეს იქნება შესაძლებელი.

სრულიად ბლოკირებული იქნება პითიას ქუჩა.

სკოპელუს ქუჩის გზის ზედაპირის სიგანე შემცირდება (მინიმალური სიგანე დაახლოებით 3.00 მ) ფოკიანოს ნეგრის ქუჩის შესართავთან. მოძრაობა გზის მარჯვენა მხარეს იქნება შესაძლებელი.

პითიას ქუჩის დახასიათება ჩიხად.

სამუშაოების ზონაში მოძრავი მანქანებისთვის მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა 30 კმ/სთ განისაზღვრება.

სამუშაოების ზონაში მოძრავი მანქანებისთვის გადასწრების იკრძალება.

სამშენებლო ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების  გაჩერება გზის ორივე მხარეს აკრძალულია.

ფაზა 3.

კანარის მოედნის მიმდებარე ქუჩის გზის ზედაპირის სიგანე  შემცირდება,( მინიმალური სიგანე დაახლოებით 4.00 მ) ფოკიანოს ნეგრის ქუჩის შესართავთან. მოძრაობა გზის მარცხენა მხარეს იქნება შესაძლებელი.

კანარის მოედნის მიმდებარე ქუჩის გზის ზედაპირის სიგანე კვლავ შემცირდება, (მინიმალური სიგანე დაახლოებით 4,50 მ).  მოძრაობა შესაძლებელი იქნება პითიას ქუჩის შესართავიდან ფაიდრიანონის ქუჩის შენაერთამდე.

ველვედუს ქუჩა სრულიად ბლოკირებული იქნება.

კალოგერას ქუჩა იქცევა ჩიხად.

სავალდებულო კურსი: მარჯვნივ მოხვევით, კალოგერას ქუჩიდან სკოპელოს ქუჩამდე –  მოძრავი მანქანებისთვის.

სამუშაოების ზონაში მოძრავი მანქანებისთვის მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა 30 კმ/სთ განისაზღვრება.

სამშენებლო ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების  გაჩერება გზის ორივე მხარეს აკრძალულია.

სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან მათ დასრულებამდე, განსაზღვრულ მონაკვეთზე გზის ორივე მხარეს მანქანების გაჩერება იკრძალება! კერძოდ: კერკირას ქუჩიდან კიფსელის ქუჩამდე, ველვედუს ქუჩიდან დელვინოს ქუჩამდე, ფაითონტონის ქუჩიდან ელატიას ქუჩამდე და, დაახლოებით 20.00 მ-ით მის შეერთებამდე  – კასტალიასის ქუჩამდე, კრისის ქუჩაზე,  კანარის მოედნის მიმდებარე ქუჩიდან პითონოს ქუჩამდე და პითონოს ქუჩაზეც, ასევე, კრისის ქუჩიდან ველვედუს ქუჩამდე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *