Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

მონასტერში იღუმენი და მონაზონი ტრაგიკულად დაიღუპნენ

ვიოტია: 77 წლის იღუმენსა და მონაზონს ტრაგიკული დასასრული ჰქონდათ. სამწუხაროდ, ისინი გარდაცვლილები იპოვეს  ელექტრო გამათბობლის გვერდით.

ვიოტიაში წმინდა ნიკოლოზის მონასტერი და მისი მიმდებარე ტერიტორია თოვლის გამო ჩაიკეტა. კომუნიკაცია შეწყდა მონასტერთანაც, რის გამოც მორწმუნეები შეშფოთდნენ, რადგანაც 77 წლის იღუმენი მათ დაჟინებულ სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა…

სამწუხაროდ, 77 წლის იღუმენი და კიდევ ერთი მონაზონი  გარდაცვლილები აღმოჩნდნენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, იღუმენიც და მონაზონიც დამწვრობის შედეგად გარდაიცვალნენ, თუმცა იღუმენი მძიმე  სენითაც იყო დაავადებული.

ამავე ინფორმაციით, ორივე   ელექტროგამაცხელებლის გვერდით იპოვეს გარდაცვლილი, თუმცა სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი რომელიც მონასტერში გაჩნდა, ხუთშაბათს ღამით – ჯერ კიდევ მეხანძრეების მონასტერში მისვლამდე იყო ლიკვიდირებული.

tvstar.gr-ის ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში მონასტერთან კავშირი შსეუძლებელი აღმოჩნდა, ამიტომაც,  მორწმუნეებმა, რომლებიც მონასტრის მრევლი გახლდათ, ეს ამბავი  ალიარტოს თესპიონის მერს – გიორგი არაპიცას აცნობეს.

 

ალიარტოს მერი პოლიციელების და მეხანძრეების თანხლებით  მივიდა მონასტერში, რომელიც 700 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და, იმ დროისათვის ტერიტორია  თოვლის გამო თითქმის მიუწვდომელი იყო.

მონასტრის კარი ჩაკეტილი აღმოჩნდა, რის გამოც  ტექნიკოსის გამოიძახება გახდა საჭირო. საბოლოოდ კი, როცა მონასტრის შიგნით შეაღწიეს,  მათ წინ საზარელი სურათი გადაიშალა.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *