Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

კლიმატური კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროში მოახლოებულ სიცხის ტალღასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

კლიმატური კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროში მოახლოებულ სიცხის ტალღასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

21 ივლისიდან მოსალოდნელი საფრთხისშემცველად მაღალი ტემპერატურის გამო დღეს დილით კლიმატური კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, იანნის კეფალოიანნისმა სამინისტროთაშორისი საკოორდინაციო შეხვედრა გამართა.

აღნიშნულ შეხვედრამდე კი სიცხის ტალღის შედეგად წარმოშობილი რისკების შეფასებისთვის გაიმართა ექსპერტთა კომიტეტის სხდომა.

შეხვედრაზე გადაწყდა:

  • სახანძრო სამსახური იქნება სრულ მზადყოფნაში მომდევნო 6 დღის განმავლობაში.
  • გაძლიერებული მზადყოფნის გეგმას განახორციელებენ შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის, შრომის, სოციალური უზრუნველყოფისა და ტურიზმის სამინისტროები.
  • შეიარაღებული ძალები განახორციელებენ პატრულირებას მუდმივ რეჟიმში და საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოქმედებისთვის ხელთ ექნებათ საჭირო აღჭურვილობა.
  • სრულ მზადყოფნაში იქნება საბერძნეთის პოლიცია.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *