Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
ისტორიული პიროვნებებიმსოფლიოსაზოგადოება

კლოდ მონეს ნახატი, რომელიც დამალული იყო 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, აუქციონზე გაიყიდება

ცნობილი ფრანგი მხატვრის და იმპრესიონიზმის ფუძემდებლის, კლოდ მონეს ნახატის საწყისი ფასი სავარაუდოდ 65 მილიონ დოლარზე მეტი იქნება, როდესაც ის მომავალი თვის დასაწყისში ნიუ-იორკში, კრისტის აუქციონზე გაიყიდება.

ორი მეტრის სიგანის ნახატი სახელწოდებით “Le bassin aux nymphéas” ანუ “წყლის შროშანების აუზი” მონეს ცნობილი წყლის შროშანების სერიის ნაწილია. იგი შეიქმნა დაახლოებით 1917-1919 წლებში, მონეს სიცოცხლის ბოლო პერიოდში, როდესაც ფრანგმა მხატვარმა შექმნა ნამუშევრების სპეციფიკური სერია, რომელიც  მსოფლიოს მუზეუმებშია წარმოდგენილი.

“თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში ფერისა და სინათლის შესწავლის შემდეგ, ეს ნახატი ასხავს ბუნების ფერთა გარდამავალ დინამიკას და სილამაზეს,”- ნათქვამია კრისტის განცხადებაში.

აქამდე ნახატი 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში რჩებოდა ოჯახურ კოლექციაში, უნაკლოდ შენახული და დამალული-თქვა მაქს კარტერმა, კრისტის აუქციონის მე-20 და 21-ე საუკუნეების ხელოვნების ხელმძღვანელმა.
“კლოდ მონესთან ყველაფერი უკვე ნანახი ან ნათქვამია”, – დასძინა კარტერმა, თუმცა “Le bassin aux nymphéas”, რომელიც არასდროს ყოფილა გამოფენილი ან აუქციონზე გატანილი, იშვიათობაა: ხელახლა აღმოჩენილი შედევრია”

ნახატი 9 ოქტომბერს, კრისტის მე-20 საუკუნის ნამუშევრების საღამოს აუქციონზე იქნება წარმოდგენილი.

მონეს მნიშვნელოვანი ნახატები წარსულში უზარმაზარ თანხებად  იყიდებოდა. კიდევ ერთი ნახატი წყლის შროშანების სერიიდან 84,7 მილიონ დოლარად გაიყიდა კრისტის აუქციონზე 2018 წლის მაისში, ხოლო ნახატი ჩალის სერიიდან 110,7 მილიონ დოლარად სოთბის აუქციონზე ერთი წლის შემდეგ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *