Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

კოლონაკში მდებარე ერთ-ერთ საწყობში დამალული იარაღი აღმოაჩინეს

მცირე არსენალი აღმოაჩინეს დღეს სამშაბათს (26/9) კოლონაკში, ნეოფიტუ დუკას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საწყობში, რომელიც სულ ახლახანს ნაქირავები იყო გადამზიდავი კომპანიის მიერ.

შენობის სარდაფში დამალული იყო ავტომატები, თოფები, ხელყუმბარები, ვაზნები და დაახლოებით 500 ტყვია.

როგორც ERT იუწყება, მძიმე შეიარაღება ადგილზე მომუშავე  მშენებლებმა დააფიქსირეს. კომპანიის თანამშრომელმა დაუყოვნებლივ შეატყობინა უშიშროების შესაბამის უწყებას. ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციამ კი ტერიტორია ალყაში მოაქცია.

ფაქტზე უკვე დაიწყო შესაბამისი გამოძიება. პოლიცია ამ დროისთვის ამოწმებს იარაღს, რომელიც ძალიან ძველია, რათა დადგინდეს, არის თუ არა ის სუფთა, თუ უკვე გამოყენებულია რაიმე დანაშაულებრივ საქმიანობაში.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *