Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

სანტორინი: სასტუმროს თანამშრომელი კოლეგასთან ჩხუბის შემდეგ გარდაიცვალა-ისინი 2,5 მეტრის სიმაღლიდან გადავარდნენ

დღეს, დილის ცხრა საათზე, კუნძულ სანტორინზე ოიაში მდებარე ტურისტული აგარაკის ორ თანამშრომელს, ბერძენს და უკრაინელს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რის შედეგადაც ჩხუბის დროს ისინი 2,5 მეტრის სიმაღლიდან გადავარდნენ.

ბერძენი მამაკაცი მსუბუქად დაშავდა, მძიმე მდგომარეობაში მყოფი უკრაინელი კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ის მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, მწვავე დაპირისპირების მიზეზი ბერძენი თანამშრომლის მიერ კოლეგების მიმართ გამოვლენილი არასათანადო ქცევა გახდა, რაზეც მისმა უკრაინელმა თანამშრომელმა რეაგირება მოახდინა და ჩხუბი დაიწყო.

ბერძენი თანამშრომელი დააკავეს და მის მიმართ საქმე უკვე აღიძრა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *