Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

კორიდალო: უცნობმა მამაკაცმა ახალგაზრდა ქალებს, რომლებიც ბავშვებთან ერთად იმყოფებოდნენ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა

გუშინ შუადღისას კორიდალოში, ავტომანქანაში მყოფი უცნობი  მამაკაცი 22 და 27 წლის ორ ახალგაზრდა დედას მიუახლოვდა, რომლებიც ბავშვებთან ერთად იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და  სრულიად მოულოდნელად ცეცხლსასროლი  იარაღიდან მათი მიმართულებით ისროლა,  რის შედეგადაც 2 და 3 წლის სამი ბავშვი დაშავდა, რომლებიც ატიკის  საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში გადაიყვანეს.

როგორც ექიმებმა დაადგინეს, სამივე ბავშვს აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები, ტყვიის ნამსხვრევებმა  შეაღწიეს კანში ზურგზე, მკლავებზე და თავის არეში ზედაპირულად.

მედიკოსების განმარტებით მიღებული დაზიანებები მსუბუქია და ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ისინი ფაქტობრივად პროფილაქტიკური  მიზნით შეიყვანეს პედიატრიული ქირურგიის კლინიკაში და დღეს გაწერეს.

დედებმა პოლიციაში თავდამსხმელის და მისი ავტომანქანის აღწერითი ჩვენება მისცეს, რის შემდეგაც  მიმდინარეობს აღნიშნული პიროვნების ძიების ოპერაცია.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *