Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

კრიტი:იპოვეს 48 წლის ქალი, რომელიც ლოკოკინების შესაგროვებლად წასული უცნაურ ვითარებაში გაუჩინარდა

გასულ შაბათს, კრიტზე, ვათიპეტროს ოლქში, უცნაურ ვითარებაში დაკარგული ქალი,  ელენი პრინიოტაკი, სამძებრო- სამაშველო ჯგუფის წევრებმა დღეს, შუადღისას ცოცხალი და უვნებელი, იმავე ტერიტორიაზე იპოვეს საიდანაც გაუჩინარდა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა  მივიდა და იგი საავადმყოფოში, პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩასატარებლად გადაიყვანეს.

ქალი გასულ შაბათს, შუადღისას, ქმართან და ქალიშვილთან ერთად წავიდა აღნიშნულ ტერიტორიაზე ლოკოკინების შესაგროვებლად, საიდანაც  მისი კვალი დაიკარგა.

მასთან დაკავშირება ვერ შეძლეს, რადგან თან მობილური ტელეფონი არ ჰქონდა.

მაშინვე მოხდა პოლიციისა და მოხალისე მაშველების მობილიზება.

ოთხი დღის უშედეგო ძებნის შემდეგ დღეს,ოთხშაბათს შენიშნეს, რომ  იგი იმავე ადგილას გადაადგილდებოდა საიდანაც დაიკარგა.

სახანძრო დეპარტამენტის მიერ წარმოებულ სამძებრო ღონისძიებაში  მონაწილეობდა მოლაშქრეთა ჯგუფი, ასევე მაშველები, სპეციალურად გაწვრთნილი ორი ძაღლით და დრონებით აღჭურვილი.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *