Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

პირეა: სამართალდამცავი ორგანოები 24 წლის გოგონას მე-7 სართულიდან გადმოვარდნის საქმეს იძიებენ

პირეა: სამართალდამცავი ორგანოები 24 წლის გოგონას მე-7 სართულიდან გადმოვარდნის საქმეს იძიებენ

ამ დრომდე უცნობია როგორც სამართალდამცავი ორგანოებისთვის ასევე პრესისთვისაც უბედურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე თუ თვითმკვლელობასთან, როცა 24 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე ვსაუბრობთ, რომელიც პირეაზე, კერძოდ კალიპოლში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან გადავარდა.

გარდაცვლილი მის 50 წლის პარტნიორთან ერთად ცხოვრობდა სახლში, რომლის აივნიდანაც გადავარდა. 

პოლიცია გარდაცვლილის პარტნიორმა გამოიძახა. 

დაკითხვაზე კაცმა განაცხადა, რომ დილით როცა გაიღვიძეს გოგონამ უთხრა რომ თავს კარგად ვერ გრძნობდა. იქვე დასძინა, რომ როდესაც გოგონა აივნიდან გადავარდა თავად სააბაზანოში იმყოფებოდა. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გოგონა ვარდნის შედეგად ადგილზევე დაიღუპა. მისი გარდაცვალება ოფიციალურად ძანიოს საავადმყოფოში დადასტურდა. 

გარდაცვლილის პარტნიორი დაკითხა და დაათვალიერა სასამართლო ექსპერტმაც, რათა დადგენილიყო უძღვოდა თუ არა წინ გოგონას ვარდნას ჩხუბი, აღენიშნებოდა თუ არა კაცს რაიმე სახის ნაკაწრი სხეულზე. ექსპერტიზამ ყველა ეჭვი გამორიცხა ისევე როგორც მეზობლების მიერ მიცემულმა ჩვენებებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ წყვილის ჩხუბი არასდროს გაუგიათ. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *