Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

კორინთო: ავტოსაგზაო შემთხვევამ კიდევ ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა

კორინთო: ავტოსაგზაო შემთხვევამ კიდევ ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა

კორინთოში დღეს დილით მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ 16 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა.

korinthostv.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ავტომანქანა, რომლითაც 2 მგზავრი გადაადგილდებოდა, 18 წლის მძღოლი და მისი 16 წლის მეგობარი, გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო, გზიდან გადავარდა და ჯებირებს შეასკდა. შეჯახების შედეგად ახალგაზრდები მანქანაში ჩაიკეტნენ. საჭირო გახდა სამაშველო სამსახურის ჩარევა მათი მანქანიდან გადმოსაყვანად.

ორივე მგზავრი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა 16 წლის ბიჭის გადარჩენა უკვე დაგვიანებული იყო.

ექიმების განცხადების თანახმად 18 წლის მძღოლი მძიმედ არის დაშავებული, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *