Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

9 წლის გოგონას დედამ პოლიციაში განაცხადა, რომ მისი დის 44 წლის მეუღლე მის შვილზე სექსუალურად ძალადობს

9 წლის გოგონას დედამ პოლიციაში განაცხადა, რომ მისი დის 44 წლის მეუღლე მის შვილზე სექსუალურად ძალადობს

9 წლის გოგონას დედამ, რომელიც წარმოშობით უკრაინიდან არის პოლიციაში განაცხადა, რომ მისი დის მეუღლე მის შვილზე სექსუალურად ძალადობს.

ძალადობის შემთხვევა კუნძულ კოსზე დაფიქსირდა. განყოფილებაში საჩივარი ორშაბათს ღამით შევიდა. პოლიციის შენობაში 9 წლის გოგონას დედა მის უფროს ქალიშვილთან ერთად გამოცხადდა. საჩივარზე დაყრდნობით ბრალდებული გოგონაზე მაშინ ძალადობდა, როცა მისი დეიდა სახლში არ იმყოფებოდა. საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ 9 წლის გოგონამ თვითონვე უთხრა დედას, რომ ბრალდებული წარსულშიც ძალადობდა მასზე.

პროკურორმა გასცა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების ბრძანება, რათა დადგინდეს აღენიშნება თუ არა ბავშვს ძალადობის კვალი. გოგონა გასაუბრებას გაივლის ბავშვთა ფსიქოლოგთანაც, რომელიც დაესწრება გოგონას ჩვენების მიცემის პროცესსაც.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *