Latest news
საბერძნეთი: ელ.სკუტერებით არასრულწლოვნების გადაადგილება კანონით იკრძალება ილია: ნეპალელი მიწათმოქმედი ლეპტოსპიროზით გარდაიცვალა რით ამაყობენ ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების მოქალაქეები დედის დღე საბერძნეთში კრუიზი MV Hondius: არსებობს თუ არა ჰანტავირუსის პანდემიად გადაქცევის საფრთხე საბერძნეთი: კვირიდან ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს კეფალონია: დააკავეს მძღოლი, რომელიც 4 წლის ბავშვს დაეჯახა Ryanair-ი განცხადებას მაკედონიის აეროპორტში ბაზის გაუქმებასთან დაკავშირებით 8 მაისს გააკეთებს მტვერი, ტალახიანი წვიმა და მაღალი ტემპერატურა - ამინდის პროგნოზი საბერძნეთში მომავლის მაღალანაზღაურებადი პროფესიები
შაბათი, მაისი 9, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

კორონავირუსი: ვაქცინაციის განახლებული პლატფორმა ხელმისაწვდომია ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის

საბერძნეთში ამოქმედდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის განახლებული პლატფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის.

პლატფორმა ღიაა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სურთ COVID-19-ის წინააღმდეგ განახლებულ ვაქცინაციაზე ვიზიტის დანიშვნა ქვეყნის 352 ვაქცინაციის ცენტრში.

მოქალაქეებს ვიზიტის დანიშვნა შეუძლიათ ისევე როგორც ადრე: emvolio.gov.gr პლატფორმის და აფთიაქების მეშვეობით.

•ვაქცინაცია 12 წლიდან და ზემოთ ასაკის პირებისთვის უკვე დაწყებულია.

•5 დან-11 წლამდე ასაკისთვის  ვაქცინაცია 23 ოქტომბრიდან დაიწყო.

•6თვიდან 4 წლამდე ასაკისთვის ვაქცინაცია ასევე დაწყებულია 23 ოქტომბრიდან.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საბერძნეთში 1,6 მილიონი ვაქცინა შემოვიდა და ქვეყანას საკმარისი მარაგი აქვს.

აქვე იმუნიზაციის ეროვნული კომიტეტის ხელმძღვანელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვაქცინის მიღება არ არის ზოგადად სავალდებულო ყველასთვის, არამედ მიზანშეწონილი და რეკომენდებულია დაუცველი ჯგუფებისთვის, როგორიცაა: 6-დან 59 წლამდე ასაკის პირებისთვის თანმხლები დაავადებებით, ასევე 60 წელზე მეტი ასაკის და სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებისთვის.

„თუ ზემოაღნიშნული ჯგუფები ვაქცინირებული იქნება, მაშინ გვექნება 30%-ით შემცირება კლინიკაში ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობაში“, – აღნიშნულია შესაბამის განცხადებაში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *