Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
მსოფლიოსაზოგადოება

აშშ: შვებულებიდან დაბრუნებულ ქალს სახლი მიწასთან გასწორებული დახვდა

აშშ-ში, ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში მცხოვრებ სიუზან ჰოჯსონს თავს წარმოუდგენელი ამბავი გადახდა. შვებულებიდან დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ სახლი აღარ ჰქონდა.

ის დასასვენებლად იყო წასული  როდესაც მეზობელმა დაურეკა და ჰკითხა ხომ არ დაიქირავა მან სახლის დასანგრევად ბულდოზერები.

ქალს გაუკვირდა და სთხოვა მეზობელს, გაერკვია რა ხდებოდა მის სახლში. “გაჩუმდი და შენს საქმეს მიხედე”,- მიიღო პასუხი მეზობელმა იმ კომპანიის თანამშრომლისგან, რომელიც სახლს ანგრევდა.

შემდეგ ჰოჯსონმა გაგზავნა ნათესავი, რათა გაერკვია რა ხდებოდა, ვინ ანგრევდა მის სახლს და რატომ.

მას შემდეგ, რაც მუშებმა გადაამოწმეს ნებართვა, რომელიც ხელთ ჰქონდათ სახლის დასანგრევად, აღმოჩნდა, რომ სახლები აერიათ და შეცდომით სხვა მისამართზე, სხვა სახლი დაანგრიეს.

ამჟამად დაზარალებული აღნიშნული კომპანიისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, თუმცა, 22 ოქტომბერს მომხდართან დაკავშირებით ტელევიზიით გავრცელებულ სიუჟეტში ოჯახი აცხადებს, რომ სამშენებლო კომპანიიდან ჯერჯერობით არავინ დაკავშირებიათ.

ვიდეო:

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *