Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

კრანიდი: 13 წლის ბიჭმა მისი თანატოლის სკოლის პირველი სართულიდან გადაგდება სცადა

კრანიდი: 13 წლის ბიჭმა მისი თანატოლის სკოლის პირველი სართულიდან გადაგდება სცადა

კრანიდის სკოლაში ძალადობის უკიდურესი შემთხვევა დაფიქსირდა. 

13 წლის ბიჭი მისი თანატოლის ფანჯრიდან გადაგდების მცდელობისთვის დააკავეს.

ყველაფერი სამშაბათს დილით 11:00 საათზე დაიწყო, როდესაც შესვენებაზე 13 წლის ბრალდებული თავს დაესხა მის თანატოლს. თავდამსხმელი მსხვერპლს ჯერ სახეში ურტყა, შემდეგ დაიჭირა და მისი პირველი სართულიდან გადაგდება სცადა. მსხვერპლის მეგობრის დახმარებით მას თავდამსხმელი ჩამოაშორეს და მისი სიცოცხლე სწორედ ასე გადაარჩინეს. თუმცა თავდამსხმელმა მაინც დაიჭირა მისი თანატოლი, საკლასო ოთახამდე მიათრია და კარს მიანარცხა.

შეშინებულმა ბიჭმა მომხდარის შესახებ მშობლებს შეატყობინა, ხოლო მშობლები კი პოლიციას დაუკავშირდნენ. ბრალდებული გუშინ ღამითვე დააკავეს და განყოფილებაში მის მშობლებთან ერთად გადაიყვანეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *