Latest news
სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა მიტილინი: ფერმერებმა მეცოტოპოსის შესასვლელი გადაკეტეს ლიოსიონ: 16 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს საბერძნეთი: ანდერძის გაცემის ახალი, სწრაფი ციფრული პროცესი ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

რეთიმნო: დაკავებულია 3 პირი პატენტი ნივთების ორიგინლად გასაღება-გაყიდვისთვის

რეთიმნო: დაკავებულია 3 პირი პატენტი ნივთების ორიგინლად გასაღება-გაყიდვისთვის

დიდი სპეცოპერაცია ჩაატარა რეთიმნოს პოლიციამ ორშაბათს არაორიგინალი ნივთების კონტრაბანდის ბაზრიდან ამოსაღებად.

უფრო კონკრეტულად კი, ორგანიზებული დანაშაულის დეპარტამენტის პოლიციის თანამშრომლებმა უწყებათაშორისი ბაზრის კონტროლის განყოფილებასთან (ΔΙ.Μ.Ε.Α.), კონტროლის ჯგუფის (Κ.Ο.Ε.) მე-4 დეპარტამენტთან და Α.Α.Δ.Ε.-ს საბაჟო აუდიტის სამსახურთან (ΕΛ.Υ.Τ) თანამშრომლობით ჩაატარა შემოწმებები მაღაზიებში რეთიმნონის მუნიციპალიტეტის რაიონებში. მაღაზიებს 3 პირი მართავდა და გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაკავებულია სამივე მათგანი.

სპეცოპერაციის შედეგად ამოღებულია ჯამში 6 295 არაორიგინალი ტანსაცმელი, ჩანთები, აქსესუარები, სუნამოები, ქუდები და სათვალეები, რომლებსაც მაღაზიის მფლობელები ორიგინალი ბრენდების ნიშნის ქვეშ ყიდდნენ.

უწყებათაშორისი ბაზრის კონტროლის განყოფილებამ (ΔΙ.Μ.Ε.Α.) შესაბამისი კანონმდებლობის გათვალისწინებით 30 750 ევროს ოდნების ჯარიმა გამოუწერა ბიზნესის თითოეულ მფლობელს.

სასაქონლო ნიშნის მფლობელებისთვის მიყენებული ფინანსური ჯარიმის ჯამური რაოდენობა 825 519 ევროს შეადგენს.

წინასწარ გამოძიებას კრეტას პოლიციის გენერალური რეგიონალური სამმართველოს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტი აწარმოებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *