Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიUncategorized

კრეტასკენ მიმავლ გემზე მოსწავლეების კაბინაში კაცი სრულიად შიშველი შევიდა

კრეტასკენ მიმავლ გემზე მოსწავლეების კაბინაში კაცი სრულიად შიშველი შევიდა

აურზაური გამოიწვია კრეტასკენ მიმავალ გემზე დღეს გამთენიისას კაცმა, რომელიც მოსწავლეების კაბინაში სრულიად შიშველი შევიდა.

Cretalive-ის მიერ გავრცელებული ინფრომაციის თანახმად 45 წლის ბულგარეთის მოქალაქე გამთენიის 2:30 საათზე შევიდა კაბინაში სადაც 4 სკოლის მოსწავლეს ეძინა. 

მოსწავლეები აცხადებენ რომ კაცმა კაბინაში შესვლისთანავე კარი გადაკეტა, რამაც მათში პანიკა გამოიწვია და ყვირილი დაიწყეს.

მოსწავლეების რეაქციიდან გამომდინარე კაცმა კარი გააღო და თავის კაბინაში დაბრუნდა. 

შეშინებულმა გოგონებმა თანაკლასელებს მოუყვნენ მომხდარის შესახებ, რომლებიც კაცის კაბინასთან მივიდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას. 

მოსწავლეებმა კაცი გემის მისაღებში გაათრიეს საიდანაც გემბანის თანამშრომლებმა გარაჟში გადაიყვანეს და სანაპირო დაცვის თანამშრომლებს გადასცეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *