Latest news
ისტორიული ვიდეო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების პირველი წლისთავიდან იცით თუ არა რომ მოძრაობის წესების დარღვევისას ქვეითებიც ჯარიმდებიან ირაკლიო: რატომ ჰქონდა 18 წლის ბავშვს საწვავით სავსე ბოთლთან წვდომა საბერძნეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე პრეზიდენტი: არ ვიზიარებ მერების წინასწარ უარყოფით დამოკიდებულებას ზეფირი: „კოლეგის გადარჩენა ვცადე, მაგრამ ჟანგბადი გამითავდა“  კოლონოს: ილიას მიხოსი სასამართლოში გადაიყვანეს ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის...
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ევია: განრისხებული ქალი ხმლით გამოეკიდა ქმარს, რადგან მისი მომზადებული სადილი არ მოეწონა

უპრეცედენტო ოჯახური ძალადობის ფაქტი მოხდა ევიაში ორშაბათს ღამით.

განრისხებული და მდგომარეობიდან გამოსული  ქალი ხმლით გამოეკიდა ქმარს, რომელმაც მის მიერ  მომზადებული სადილი დაიწუნა და პრეტენზიები გამოთქვა.

შეშინებულმა კაცმა როგორღაც მოახერხა ცოლის მრისხანებისგან თავის დაღწევა, სახლიდან გაიყვანა თავისი მშობლები და გაერიდა, თუმცა მათი 3,5 წლის შვილი დედასთან დარჩა.

გვიან ღამით, სახლში იმ იმედით დაბრუნებულმა, რომ 35 წლის ქალს ბრაზი გადაუვლიდა და დაწყნარდებოდა, კაცმა დაინახა რომ მისი ცოლი ისევ მძვინვარებდა და სახლში შესვლას მოერიდა იმის შიშით, რომ მას გაბრაზება შესაძლოა ბავშვზე გადაეტანა და შვილისთვის რამე დაეშავებინა, ამიტომ უკვე სამშაბათს გამთენიისას მომხდარის შესახებ ადგილობრივი პოლიციის განყოფილებას შეატყობინა.

ბინაში შესულმა პოლიციელებმა შეძლეს ქალის განიარაღება და მისთვის ხელბორკილების დადება, რის შემდეგაც  ხალკიდის რაიონულ პროკურატურაში გადაიყვანეს, სადაც დაკავებულისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების ბრძანება გაიცა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *