Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

კრეტა: ავიაკატასტროფაში დაღუპული 22 წლის ახალგაზრდა სხვა ადამიანებს სიცოცხლეს ჩუქნის

კრეტა: ავიაკატასტროფაში დაღუპული 22 წლის ახალგაზრდა სხვა ადამიანებს სიცოცხლეს ჩუქნის.

კრეტაზე ავტოკატასტროფაში დაღუპული 22 წლის ახალგაზრდა ბიჭის დედამ მისი ორგანოების დონაციის გადაწყვეტილება მიიღო.

22 წლის ანტონის დედამ გადაწყვიტა მისი ორგანოების დონაცია,მას შემდეგ რაც მას კლინიკაში ექიმებმა განუცხადეს, რომ მისი შვილის მდგომარეობა შეუქცევადია.

გულის ამაჩუყებელი იყო გასული წლის აგვისტოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 22 წლის ანტონის დედის საუბარი იმის თაობაზე, თუ რატომ მიიღო მან შვილის ორგანოების ჩუქების გადაწყვეტილება.

„არ მინდოდა ჩემი შვილის სული ასე წასულიყო. მინდოდა, სინათლე და სიხარული დაეტოვებინა“, – თქვა მერი ძულაკიმ იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მან მიიღო, როდესაც ექიმებმა აცნობეს, რომ მისი შვილის მდგომარეობა შეუქცევადია, მას შემდეგ რაც ის იბრძოდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

creta24.gr-ის ცნობით, ანტონიც განსაკუთრებით სენსიბილიზებული იყო, რადგან დედასთან ერთად, ორგანოთა დონაციისა და სისხლის ნებაყოფლობითი დონაციის შესახებ ბროშურების დარიგებით მონაწილეობდნენ „ჰემატოკრიტის“ ნებაყოფლობით აქციებში.

„არ არსებობს შესაბამისი სიტყვები იმის შესახებ, თუ რას განიცდის დედა, როცა ის შვილს კარგავს, მაგრამ ამ ბავშვების ხსოვნას შესაბამისი ქმედებები აქვს, რათა ერთმანეთს დავეხმაროთ“, – განაცხადა ქალბატონმა ძულაკმა ტელევიზიის CRETA-ს ეთერში.

„ვფიქრობდი დედაზე, რომელიც ტრანსპლანტაციას ელოდა იმ წუთებში, როცა მე საკუთარ შვილს ვკარგავდი. დონაცია გსრულყოფს როგორც პიროვნებას. ის ჰგავს მშობიარობას, რომლის დროსაც სრულყოფილების შეგრძნება გეუფლება“, – დასძინა აღელვებულმა ანტონის დედამ. მან ასევე აღნიშნა რომ ორი ადამიანი, რომლებმაც მისი შვილის ორგანოები მიიღო, 10 წლიანი მოლოდინში იყვნენ. „წარმოიდგინეთ, რა სიხარული და სინათლე შემოვიდა ამ ადამიანების ცხოვრებაში ჩემი შვილის დაკარგვით.

ბოლოს მან მესიჯი გაუგზავნა იმ ადამიანებს ვინც აკრიტიკებს და უარყოფითად განიხილავს იმ ოჯახების გადაწყვეტილებებს, რომლებიც ჩუქნიან ადამიანის ორგანოებს, როდესაც სიტუაცია შეუქცევადია, „ყველამ პატივი სცეს და დადუმდეს“ – თქვა სულგრძელმა დედამ რომელმაც მიუხედავად თავისი განუსაძლისი ტკივილისა გმირული გადაწყვეტილება მიიღო და ორ ადამიანს სიცოცხლე გადაურჩინა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *