Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

34 წლის ხრისანფი უკვე 5 დღეა რაც თესალონიკიდან უგზოუკვლოდ გაუჩინარდა.

34 წლის ხრისანფი უკვე 5 დღეა რაც თესალონიკიდან უგზოუკვლოდ გაუჩინარდა.

მთელი ამ დღეების განმავლობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ქალი ძირითადად კატო ტუმპას ქუჩებში და ჰიპოკრატეს საავადმყოფოს გარშემო მოძრაობს.

34 წლის ქრისანფი მუხტაროპულოსი, თესალონიკის დიავატიდან სადაც ის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გაუჩინარდა.

34 წლის ქალის გაუჩინარების ფაქტი „ბავშვის ღიმილმა“ გამოაცხადა. ბოლო საათებში მის აღმოჩენის სამუშაოებში „A.F.K.A.TH“-ის მოხალისე მაშველებიც მონაწილეობდნენ.

როგორც ოჯახის მეგობარი აცხადებს, ახალგაზრდა გოგონას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, რისთვისაც აუცილებელია მიიღოს სპეციალური მედიკამენტები, რომლებსაც არ იღებს. გამომდინარე აქედან ვინც მას დაინახავს, არ უნდა გამოელაპარაკოს, არამედ დაუყოვნებლივ აცნობოს ხელისუფლებას ან მის ოჯახს, რადგან ის შეშინებული და აფორიაქებული იქნება.

მთელი ამ დღეების განმავლობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ქალი ძირითადად კატო ტუმპას ქუჩებში და ჰიპოკრატეს საავადმყოფოს გარშემო მოძრაობს.

როგორც მისი მეგობარი აცხადებს ფეისბუქზე, ხრისანფი გამთენიისას დელფონის ქუჩაზე შენიშნეს: „ის გუშინ შენიშნეს ღამის 11 საათზე იპოკრატიოში და ასევე გამთენიისას 2 საათზე დელფონის ქუჩაზე. ვინც ის შენიშნეთ ან მას იხილავს დღეს არ გამოელაპარაკოთ უბრალოდ დაუყოვნებლივ დაეკონტაქტეთ კომპეტენტურ სამსახურებს“

ხრისანფი მუხტაროპულო ბოლო თვენახევრის განმავლობაში დაბრუნდა თესალონიკში, რადგან ის ცხოვრობდა და მუშაობდა ათენში ბოლო 15 წლის განმავლობაში. „ხრისანფიმ ათენში 15 წელი იცხოვრა. სწავლობდა ათენში და იქ მუშაობდა. დედამისი ტელეფონში საუბრისას მიხვდა, რომ რაღაც ხდებოდა მის თავს. ამიტომ ჩავიდა ათენში და ჩამოიყვანა. გოგონა უკვე ერთი თვეა დაბრუნდა თესალონიკში. მას ფსიქიატრი მეთვალყურეობდა და უნდა მიეღო გარკვეული მედიკამენტები, რომელსაც არ ღებულობდა. ის შეშინებულია და განცდებშია, ამიტომ ვინც მას იხილავს უნდა ძალიან ფრთხილად განსაზღვროს თუ როგორ მიუახლოვდება მას. კარგი იქნება, თუ მას ვინმე ამოიცნობს, არ გამოელაპარაკოს და სასწრაფოდ დაურეკოს დახმარებას“, – ასკვნის ოჯახის მეგობარი.

მთელი ეს დღეები ზრისანფის დედამისი, მისი ორი ძმა და ოჯახის მეგობრები ქალაქის ქუჩებში ეძებენ. „ამ დრომდე არ გვაქვს ინფორმაცია, სად შეიძლება იმყოფებოდეს. უახლესი ფოტო, რომელიც არსებობს, არის კვირა დღის შუადღიდან, როდესაც ხრისანფი იხილეს დელფონის ქუჩის 60 ნომერში, როდესაც მან კაფებარის წინ ჩაიარა. გოგონა სახლიდან პარასკევს მობილური ტელეფონისა და ფულის გარეშე გავიდა. მან ყველაფერი სახლში დატოვა. პიჯაკიც კი არ წაუღია, მხოლოდ შავი შალი აცვია და უმკლავო ზედაწელი. ის ასევე იხილეს როდესაც საკვებისთვის მათხოვრობდა“.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *