Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

კრეტა: მინი მარკეტში მომხდარი სისხლიან შეტაკებაში მონაწილე ბოროტმოქმედებს პოლიციამ ხელბორკილები დაადო

კრეტა: მინი მარკეტში მომხდარი სისხლიან შეტაკებაში მონაწილე ბოროტმოქმედებს პოლიციამ ხელბორკილები დაადო

46 წლის რუსეთის მოქალაქე და მისი 30 წლის თანამზრახველი ალბანეთიდან იყვნენ სისხლიანი შეტაკების მონაწილეები, რომელიც შაბათს საღამოს, ხანიაში მოხდა.

Flashnews-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პოლიციამ თავდამსხმელები კვირას ღამით პლატანიას მუნიციპალიტეტში დააფიქსირა. 

მინი მარკეტის მეპატრონე ირწმუნება, რომ არ იცის რა იყო თავდასხმის მიზეზი. 

შეგახსენებთ რომ ჩხუბის შედეგად დაშავდა მეპატრონის 2 შვილი, 32 და 34 წლის ასაკის. 34 წლის დაშავებული ამდრომდე გადის საავადმყოფოში მკურნალობას, რადგან თავდამსხმელებმა მას მუხლში ესროლეს.

ვიდეოში ვხედავთ როგორ იჭერს ორი ადამიანი რუსეთის მოქალაქეს, რომელსაც სახიდან სისხლი სდის. თუმცა ის მაინც ახერხებს ახალგაზრდების ხელიდან დასხლტომას და 34 წლის მინი მარკეტის მეპატრონის შვილს ესვრის ფეხებში. ვიდეოში ისმის ხმა: “დააგდე იარაღი, ვინმეს მოკლავ..”

მოძალადე ტოვებს მინი მარკეტს და გაურკვეველი მიმართულებით მიემართება მოტოციკლეტით მის თანამგზავრთან ერთად.

მინი მარკეტის მეპატრონემ Creta24-თან საუბრისას განაცხადა, რომ თავდამსხმელი ადრეც იყო მის მაღაზიაში ნამყოფი და წაიღო გარკვეული თანხის ღირებულების პროდუქტი ისე, რომ თანხა არ გადაუხდია. გამომდინარე აქედან, მეპატრონემ უარი უთხრა მომსახურებაზე და სთხოვა დაეტოვებინა ტერიტორია, რის შემდეგაც მას მოძალადე დაემუქრა, დატოვა მაღაზია და ცოტახანში დაბრუნდა მის თანამზრახველთან ერთად რათა ფიზიკურად გასწორებოდა მინი მარკეტის მეპატრონესა და მის შვილებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *