Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

კრეტა: ჯინ ჰენლონის საქმის განხილვა მისი გარდაცვალებიდან 17 წლის შემდეგ იწყება

კრეტა: ჯინ ჰენლონის საქმის განხილვა მისი გარდაცვალებიდან 17 წლის შემდეგ იწყება

54 წლის ბრიტანეთის მოქალაქის, ჯინ ჰენლონის გარდაცვალებიდან 17 წლისთავზე დაიწყება მისი საქმის განხილვა სასამართლოში.

შეგახსენებთ, რომ ქალის ცხედარი 2009 წლის მარტში ირაკლიოს ნავსადგურზე იპოვეს.

სასამართლო პროცესი 30 ივნისს, სამშაბათს, ლასითის შერეულ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში დაიწყება. საქმის ხელახლა გახსნის საფუძველი გახდა ახალი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, მათ შორის ჯინ ჰენლონის პირადი დღიური, ბრალდებულის ჩვენებებში აღმოჩენილი წინააღმდეგობები და კერძო გამომძიებლის მიერ მოპოვებული მასალები.

გარდაცვლილის სამი ვაჟი: მაიკლი, რობერტი და დეივიდ პორტერები, პროცესის დაწყებას სამართლიანობისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ისინი ძალიან ღელავდნენ, რომ პროცესი შესაძლოა კვლავ გადადებულიყო, თუმცა ახლა იმედოვნებენ, რომ საქმე საბოლოოდ გაიხსნება.

ბრალდებულის სკამზე ჯინ ჰენლონის ყოფილი პარტნიორი დაჯდება, რომელსაც ქალის მკვლელობაში ედება ბრალი.

სასამართლო თავდაპირველად გასულ პარასკევს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ბრალდებულის ახალმა ადვოკატმა საქმის მასალების გასაცნობად პროცესის გადადება მოითხოვა. სასამართლომ, იმის გათვალისწინებით, რომ გარდაცვლილის ოჯახის წევრები უკვე კრეტაზე იმყოფებოდნენ, მხოლოდ ოთხდღიანი გადავადება დაუშვა და პროცესის დაწყება 30 ივნისისთვის დანიშნა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *