Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიUncategorized

კრეტა: 9 წლის ბიჭი ბულინგის მსხვერპლი გახდა – მსხვერპლს ურტყამდნენ და პარალელურად უღებდნენ ვიდეოს

კრეტა: 9 წლის ბიჭი ბულინგის მსხვერპლი გახდა – მსხვერპლს ურტყამდნენ და პარალელურად უღებდნენ ვიდეოს

კიდევ ერთი სკოლის მოსწავლე გახდა ბულინგის მსხვერპლი, რომლის დედამაც მისი თანაკლასელების წინააღმდეგ უკვე შეიტანა საჩივარი.

9 წლის ბიჭის დედამ მის შვილზე ძალადობის შესახებ მაშინ შეიტყო, როცა აღმოაჩინა ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ ურტამენს მის შვილს სასქესო ორგანიში წიხლს და შემდეგ მთელი ძალით ესვრიან ბურთს. თანაკლასელებისგან ძალადობრივი ქცევების გამოვლენა სტადიონზე არ დასრულებულა. ბიჭს 3 თანაკლასელი უგზავნიდა მუქარისა და შეურაცხყოფის შემცველ ხმოვან შეტყობინებებს შინაარსით: “იმედია მოკვდები გამოუსადეგარო.” აღნიშნულ შეტყობინებებში ძალადობის მსხვერპლს თავდამსხმელები უწოდებენ ავადმყოფს, მსუქანს და ნაბიჭვარს. აყენებენ შეურაცხყოფას როგორც დედამისს, ასევე მის სხვა ოჯახის წევრებსაც.

“პირველივე წუთიდან გვერდში დაგვიდგნენ პოლიციის თანამშრომლები. მინდა აღგიწეროთ სცენა, რაც ვიდეოში ვნახე. ბავშვმა როგორც კი გაიგო, რომ ვიდეოს ვუყურებდი ყურებზე ხელები აიფარა და  ტირილი დაიწყო. პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც ვიდეო ნახეს, მითხრეს რომ ეს არ არის უბრალოდ ხუმრობა. რომ ეს არის ძალადობა და აუცილებლად მოახდენენ რეაგირებას.” – აცხადებს 9 წლის ბიჭის დედა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *