Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ხუთშაბათი, ივლისი 2, 2026
საბერძნეთი

კრიტზე არქეოლოგიური ნივთებით უკანონოდ მოვაჭრეთა დანაშაულებრივი ქსელი გამოვლინდა

კრიტზე, მალევიზის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე,  პოლიციის მიერ ჩატარებული ფართომასშტაბიანი ოპერაციის შედეგად  არქეოლოგიური სიძველეებით უკანონოდ მოვაჭრეთა დანაშაულებრივი ქსელი გამოვლინდა.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით ამ დროისათვის დაკავებულია ექვსი ადამიანი, ხოლო ჩხრეკისას ამოღებულია ძველი არქეოლოგიური ნივთები, მათ შორის უძველესი ლარნაკები, რომელთა ღირებულებაც, წინასწარი შეფასებით  500 000 ევროს აღემატება.

დაკავებულებს შორის არიან ამჟამად პენსიონერი, ყოფილი არქეოლოგი და ბიზნესმენი.

დანაშაულებრივი ქსელი  მალევიზის მუნიციპალიტეტის სოფელ კრუსონასში იყო ლოკალიზებული, სადაც ასევე ინახებოდა უკანონოდ მოპოვებული ათობით უძველესი ნივთი.

პოლიციის ინფორმაციით, ეს ბოლო წლების განმავლობაში სიძველეების ძარცვის ერთ- ერთი  ყველაზე დიდი შემთხვევაა, ხოლო მოგება, რომელსაც მძარცველები მოპარული ნივთების გაყიდვის შედეგად  ელოდნენ, მილიონ ევროს უახლოვდება.

ოპერაცია ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ჯგუფის მიერ იყო  დაგეგმილი.

გავრცელებული ინფორმაციით საქმეზე გამოძიება სულ მცირე 4 თვე მიმდინარეობდა  და გუშინ,  ტერიტორიის აღმოჩენამ, სადაც სიძველეები ინახებოდა, ოპერაციის დაწყებას  მწვანე შუქი აუნთო.

როგორც ირკვევა სიძველეებით მოვაჭრეები უკვე დაუკავშირდნენ  უცხოელ  დაინტერესებულ პირს, რომელსაც აღმოჩენების ნაწილის ყიდვა სურდა.

ჯერჯერობით მხოლოდ ათობით ობიექტია გამოვლენილი, ნაპოვნია 7 ურნა, უძველესი ვაზა და სარკოფაგი რომელთა ღირებულებაც ძალიან მაღალია.

აღმოჩენილ ნივთებს უახლოეს დღეებში არქეოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდება, ხოლო დაკავებულებს სავარაუდოდ პროკურატურას წარუდგენენ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *