Latest news
ლავრიო: 32 წლის კაცმა ყოფილი შეყვარებული და მისი პარტნიორი დაჭრა საბერძნეთის საგადასახადო სამსახური მოქალაქეების უკეთ მომსახურების მიზნით ახალ დეპარტამენტს დაიმატებს უამინდობის ფენომენი კუნძულ კრეტაზე  ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

ტრაგედიები ელექტრო სკუტერით- ორი დაღუპული ბოლო 24 საათში

ბოლო 24 საათის მანძილზე ორი უბედური შემთხვევა მოხდა კუნძულ პაროსზე  და მიკონოსზე.

ორივე შემთხვევაში დაზარალებულები ელექტრო სკუტერს მართავდნენ.

კერძოდ, პაროსში სამშაბათს დილით 26 წლის მამაკაცი,  ავტომანქანამ გაიტანა.

ავტომობილის მძღოლი 60 წლის ალბანელი  მამაკაცი იყო, რომელიც დააკავეს.

დაზარალებული  კუნძულის ჯანდაცვის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა.

რამდენიმე დღით ადრე, აღდგომის კვირას კი მიკონოსზე  მეორე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

22  წლის უცხოელი ავტომანქანით  ელექტრო სკუტერით მოძრავ 42 წლის მამაკაცს დაეჯახა.

მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მძღოლი დააკავეს.

ორივე უბედური  შემთხვევის ზუსტ მიზეზებს და გარემოებებს პოლიციის შესაბამისი სტრუქტურები იძიებენ.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *