Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

კრიტზე სასტუმროს დაცვის თანამშრომელმა სასტიკად სცემა მამაკაცს, რომელიც “კერძო” პლაჟზე გავლას ცდილობდა.

კუნძულ კრიტზე სასტუმროს დაცვის თანამშრომელმა სასტიკად სცემა მამაკაცს სანაპიროს გადაკვეთის მცდელობის გამო, რომელიც სასტუმრომ შეზლონგებითა და ქოლგებით აავსო, მიიჩნია რა მათ კუთვნილ, კერძო ტერიტორიად.

ბერძნული კანონმდებლობით პლაჟები საჯარო საკუთრებად ითვლება, თუმცა რეალობა სულ სხვაგვარია.

აღსანიშნავია, რომ ეს ინციდენტი მოხდა ადგილობრივი საზოგადოების მძაფრი პროტესტის ფონზე, სასტუმროებისა და პლაჟის ბარების მიერ პლაჟებზე თავისუფალი დაშვების დაბლოკვის და პირსახოცების მოძრაობის კამპანიის აქციების პარალელურად.

ადგილობრივ მედიასთან  საუბრისას ირაკლიოში მომუშავე დაშავებულმა გიდმა თქვა, რომ დილით ადრე, მეგობართა ჯგუფთან ერთად, ცდილობდა სამუშაო ადგილზე მისასვლელად  სასტუმროს  მიმდებარე სანაპიროს საჯარო ნაწილი ცურვით გადაეკვეთა.

“მე ექსკურსიამძღოლი ვარ, ვიცი სად შეიძლება შევიდე და სად არა. ჩვენ არ ვაპირებდით სასტუმროს შეზლონგების წინ ჯდომას, გვინდოდა ახლომდებარე სანაპიროზე მისვლა და უბრალოდ პლაჟის ეს ნაწილი უნდა გადაგვეკვეთა. დაახლოებით დილის 4:30 საათი იყო, ოთხ გოგონასთან ერთად კლდეებზე გადავედით და სასტუმროს დაცვის თანამშრომელმა რომ დაგვინახა, ყვირილი დაიწყო.

ვცადე ამეხსნა, რომ ჩვენ არ ვაპირებდით იმ ადგილას დარჩენას, მაგრამ უშედეგოდ”- განაცხადა დაზარალებულმა მომხდართან დაკავშირებით.

„გოგონებს შეეშინდათ და მითხრეს უკან დავბრუნებულიყავით. დაცვის თანამშრომელმა დამიყვირა მასთან მივსულიყავი, ახლოს მისულმა როდესაც გამოვთქვი ჩემი „აზრი“ მის შესახებ, წამოვიდა და სახეში დამარტყა, დავეცი და თავი ასფალტზე დავარტყი. გოგონებმა მითხრეს, რომ გონება დავკარგე. სახლში რომ დავბრუნდით და დაზიანებები  დავინახე, საავადმყოფოში წასვლა გადავწყვიტე“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

გიდი ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ერთი დღე დარჩება, რადგან მას თავის ქალას ძვალი აქვს დაზიანებული.

საავადმყოფოდან გასვლის შემდეგ დაზარალებული აპირებს მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინოს.

თავის მხრივ, სასტუმრომ პრესასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება მისი შენობის გარეთ, რომ არ იყო ინფორმირებული მომხდარის შესახებ, ხოლო დაცვის ოფიცერი პასუხისმგებელია შენობის უსაფრთხოებაზე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *