Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ნეა ფილადელფია: ახალგაზრდა გულშემატკივრის მკვლელობის გამო ELAS-ის შვიდი მაღალი თანამდებობის პირი დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს

ხორვატი ხულიგნებისა და მათი ბერძენი თანამზრახველების მიერ ახალგაზრდა გულშემატკივრის მკვლელობის და ორშაბათს ღამით, ნეა ფილადელფიაში განვითარებული დრამატული მოვლენების შემდეგ, სამოქალაქო  დაცვის მინისტრმა, იანის იკონომუმ ELAS-ის შვიდი ოფიცრის გათავისუფლების შესახებ განაცხადა.

ბ-ნმა იკონომუმ მწუხარება გამოხატა გარდაცვლილი მოზარდის გამო და ისაუბრა იმ დაუშვებელ და მიუღებელ ფაქტზე, რომელიც გულისხმობდა ზაგრების დინამოს გულშემატკივრების მიერ საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთას და პრევენციისა და შეკავების სფეროში პოლიციის „მარცხს“.

სამოქალაქო დაცვის მინისტრი, ფაქტობრივად, ღიად ტოვებს ახალი დაკავებების შესაძლებლობას და აცხადებს, რომ ამ კონკრეტული ინციდენტის გამო შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ მათი გათავისუფლებით არ ამოიწურება.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილის ახლობლებს.

სპორტი არ არის ძალადობის ადგილი და სამწუხაროდ, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, განსაკუთრებით ალკის კაბანოსის მკვლელობის შემდეგ, ჩვენ ჯერ ვერ მოვახერხეთ გულშემატკივართა ძალადობის დამარცხება.

ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით, უფრო სისტემატურად და ინტენსიურად, მაგრამ ცხადია, ჩვენ გვჭირდება ბევრად მეტი მხარდაჭერა ყველა დონეზე: სპორტული, საგანმანათლებლო, პოლიტიკური და უფრო ფართოდ სოციალური კუთხით.

ახლა თანამშრომლობისა და ერთობლივი ძალისხმევის დროა და არა კონფლიქტის და დაპირისპირების, რომელიც არაფერს გვთავაზობს.

პრობლემა ღრმა, რადიკალური და პან-ევროპულია, რადგან ამ საქმეში ჩართული არიან გულშემატკივრები სხვადასხვა ქვეყნიდან.

მთავრობა და კომპეტენტური ორგანოები, საბერძნეთის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელობით, იღებენ ყველა საჭირო ზომას და აწარმოებენ მუდმივ კონსულტაციებს ყველა ჩართულ ორგანოსთან, რადგან უახლოეს დღეებში ველოდებით უეფას მნიშვნელოვანი მატჩების ჩატარებას საბერძნეთის მიწაზე.

რაც შეეხება ზაგრების დინამოს გულშემატკივრების საბერძნეთის საზღვრის კვეთის ფაქტს და მათ გადაადგილებას ქვეყნის შიგნით და შემთხვევის ადგილზე, ეს დაუშვებელი და მიუღებელია, რაც იძლევა საფუძველს ვისაუბროთ საბერძნეთის პოლიციის მარცხზე, რომელმაც, მართალია სწრაფად შეძლო ინციდენტში მონაწილე პირთა დაკავება, თუმცა მომხდარი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად პრევენციული ღონისძიებების მოღება და მისი აღკვეთა ვერ შეძლო, რის გამოც მიღებული იქნა პასუხისმგებელ პირთა დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება”- განაცხადა სამოქალაქო დაცვის მინისტრმა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *