Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

კრიტი: მამამ 2 წლის შვილს მანქანით გადაუარა, ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია

მორიგი მძიმე შემთხვევა მოხდა კრიტზე,  ხანიაში,  სამშაბათს შუადღისას.

მამაკაცს  ავტოსადგომიდან   უკუსვლით გამოჰყავდა  მანქანა,  რა დროსაც მან ვერ შეამჩნია რომ უკან მისი 2 წლის  გოგონა იმყოფებოდა და შედეგად  ბავშვს მანქანით გადაუარა.

როდესაც მიხვდა რაც მოხდა, მანქანიდან გადმოვიდა და ბავშვი ძირს დაცემული დაინახა.

შოკში მყოფმა ერთადერთი რაც შეძლო,  დაუყოვნებლივ შეატყობინა სასწრაფო დახმარებას.

შემთხვევის ადგილზე მისულმა ბრიგადამ დაშავებული ბავშვი   საავადმყოფოში გადაიყვანა.

მისი მდგომარეობა ექიმების მიერ კრიტიკულად შეფასდა, ბავშვს თავის ტვინის მძიმე დაზიანებები აღენიშნება.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი რთულ  ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, მას  პოლიციაში ჩვენების მიცემა ჯერაც არ შეუძლია.

“ვერ მივხვდი, რომ ბავშვი იმ დროს გარეთ იყო,  Არ დამინახავს”- ამბობს შოკში მყოფი მამა, რომელიც პროკურატურის ბრძანების შემდეგ გაათავისუფლეს.

გავრცელებული ინფორმაციით  დაშავებული  ბავშვის დედა მეორე შვილზე 5 თვის ორსულია.

 

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *