თაღლითობის ახალი სქემა- მობილური ტელეფონით მარტივმა ოპერაციამ შესაძლოა ჩვენი საბანკო ანგარიშები დააცარიელოს
ამჯერად შესაბამისი უწყებები კიდევ ერთხელ აფრთხილებენ მოქალაქეებს, რომ გამოიჩინონ სიფრთხილე, რათა თავიდან აირიდონ უსიამოვნო სიურპრიზები.
კერძოდ, საბერძნეთის პოლიცია თაღლითობის ახალი, უფრო “დახვეწილი” სქემის გავრცელების შესახებ იტყობინება.
სქემა ავტომანქანების საქარე მინებზე დატოვებულ სტანდარტულ, საგზაო დახმარების გამოძახების ბარათებს ეხება.
მიუხედავად იმისა, რომ ბარათი ნამდვილს გავს, სინამდვილეში შეიძლება საქმე გვქონდეს გაყალბებასთან.
მსგავსი ბარათები ესპანეთშიც გამოჩნდა და ხელისუფლება მოუწოდებს მძღოლებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ ბარათზე დატანილი QR კოდის სკანირებისგან.
თაღლითური სქემა მუშაობს შემდეგნაირად: საეჭვო ასლი აჩვენებს QR კოდს, რომელიც მიბმულია საკრებულოს გადახდის ვებსაიტზე.
თაღლითები იყენებენ QR კოდს, როგორც საშუალებას მოქალაქეების საბანკო ანგარიშებზე წვდომის მისაღებად.
როდესაც მოქალაქე სკანირებს QR კოდს, მათ ტელეფონზე ავტომატურად ინსტალირდება ვირუსული აპლიკაცია, რომელიც თაღლითებს აძლევს წვდომას მობილური ბანკის აპლიკაციაზეც.
აპლიკაცია ითხოვს სხვადასხვა ნებართვას, როგორიცაა ტელეფონის მიკროფონსა და კამერაზე წვდომა, ასევე Android Accessibility სერვისზე ნებართვას და შესვლის სერთიფიკატებს.
თაღლითებს შეუძლიათ აკონტროლონ მსხვერპლის მობილური ბანკის აპლიკაცია და მოიპარონ მათი დანაზოგი.
კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტების რეკომენდაციით QR კოდის გამოყენებისას უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ფრთხილად და ყურადღება მივაქციოთ თუ როგორ ვახდენთ სკანირებას.
ასევე უნდა ვიფრთხილოთ იმ მაღაზიებში, რომლებიც იყენებენ QR-ს, რადგან შესაძლებელია რომ ვიღაცას ზემოდან დადებული ჰქონდეს ყალბი QR კოდის სტიკერი და სინამდვილეში ის მაღაზიას არ ეკუთვნოდეს.
