Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

კრიტი: ნიშნობის წვეულებაზე ნასროლმა ბრმა ტყვიამ მეზობელ სოფელში 58 წლის მამაკაცი დაჭრა

ინციდენტი, რომელიც მოხდა კრიტზე, რეთიმნოს მიდამოებში, წარმოუდგენელია. ნიშნობის წვეულებაზე უცნობმა ადამიანმა ჰაერში სროლა დაიწყო და ბრმა ტყვიამ ახლომდებარე სოფელში კაფეს მეპატრონე დაჭრა.

ის პარასკევს ღამით კაფეში იჯდა, როდესაც ხელზე მოულოდნელად წვა იგრძნო და სისხლი დაინახა.

მისმა თანასოფლელებმა 58 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა ტყვია ამოიღეს და პირველადი დახმარების შემდეგ ის საავადმყოფოდან გაწერეს.

შემთხვევის შესახებ პოლიცია პირველივე წუთიდან იყო ინფორმირებული.

პოლიციის მიერ იმ სახლის ჩხრეკისას, სადაც ნიშნობა მიმდინარეობდა, სახლის მეპატრონე 50 წლის მამაკაცმა შესაძლო დამნაშავის ვინაობის დასახელებაზე უარი თქვა, რის გამოც ის დანაშაულის დაფარვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

ჩატარებული ჩხრეკის დროს პოლიციამ სახლიდან რამდენიმე ცარიელი ვაზნა ამოიღო.

წინასწარ გამოძიებას რეთიმნოს უსაფრთხოების განყოფილება აწარმოებს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *