Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

კრიტი: პოლიციელებმა პატრულირებისას ორი მამაკაცი დააკავეს და დედა და შვილი გადაარჩინეს

ოთხშაბათს (7/6), პოლიციის ჩარევამ ბოლო მოუღო კრიტზე, ხანიაში დაფიქსირებულ ოჯახური ძალადობის ეპიზოდს, რა დროსაც ალბანური წარმოშობის 43 წლის მამაკაცი ძმასთან ერთად, 39 წლის მეუღლის და მათი 11 წლის ვაჟის ცემის გამო დააკავეს.

პოლიციელებმა, რომლებიც შემთხვევის ადგილზე   პატრულირებდნენ შენიშნეს მანქანა, რომელიც საეჭვოდ მოძრაობდა და გადაწყვიტეს მისი შემოწმება.

მანქანაში იმყოფებოდნენ დედა და ბავშვი, რომლებიც ზემოთ აღნიშნულმა ორმა მამაკაცმა, როგორც აღმოჩნდა, ძალით ჩასვეს მანქანაში.

აღსანიშნავია, რომ დედამ, რომელმაც  ბერძნული არ იცოდა პოლიციას  Google-ის თარგმანის საშუალებით განუცხადა, რომ მასაც და მის შვილსაც ორი დამნაშავე მთელი დღე სცემდა.

“კერძოდ, ხანიის ერთ-ერთ სოფელში, ჩემს გუნდთან ერთად პატრულირებისას, საეჭვოდ მოძრავი მანქანა შევნიშნეთ და გადავწყვიტეთ მისი შემოწმება. ამ კონკრეტულმა მანქანამ განავითარა სიჩქარე და არ გაჩერდა. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ ჩვენ ორი  საპატრულო მანქანით გავაჩერეთ ზემოაღნიშნული საეჭვო მანქანა.  იმ მომენტში ქალმა ნიშნებით, მაგრამ ასევე Google translate-ის გამოყენებით აგვიხსნა რადგან ბერძნულად არ ლაპარაკობდა, რომ მთელი დღე სცემდნენ”- განაცხადა პრესასთან ოპერაციაში მონაწილე პოლიციის ოფიცერმა.

ორივე მამაკაცი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

რომ არა მათი დროული რეაგირება, შესაძლებელია მოვლენები ცუდი სცენარით განვითარებულიყო.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *