Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ხუთშაბათი, ივლისი 2, 2026
საბერძნეთი

პოლიციამ დედის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

34 წლის მამაკაცი, რომელიც პიერიაში,  დედის მკვლელობაში იყო ბრალდებული,  20 დღიანი ძებნის შემდეგ   დააკავეს.

მკვლელი, რომელიც თითქმის 20 დღე იყო დაკარგული, პოლიციამ დილის 6 საათზე კატერინში დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით სასწრაფო მოქმედების ცენტრს  ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შეატყობინეს  ტერიტორიაზე საეჭვო პირის გადაადგილების შესახებ.

ადგილზე მისულმა პოლიციამ  მამაკაცი დააკავა მას შემდეგ, რაც მასში ძებნილი პიროვნება ამოიცნეს.

მამაკაცი მკვლელობის შემდეგ უგზო- უკვლოდ იყო გაუჩინარებული და მისი კვალის მიგნება ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა, რის გამოც  პოლიცია თვითმკვლელობის ვერსიასაც განიხილავდა.

შეგახსენებთ, რომ 71 წლის ქალი 4აპრილს, ხალკიდონას ოლქის მიდამოში, გარე ტერიტორიაზე სანადირო თოფით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი, ბრალდებულის მიერ დაქირავებული ავტომობილის სამგზავრო სავარძელში იპოვეს.

ბრალდებულმა მკვლელობა პიერიაში ჩაიდინა, რის შემდეგაც   ნაქირავები ავტომობილით დედის ცხედარი 60 კილომეტრის გავლის შემდეგ  ხალკიდონაში, სასაფლაოს გარე ტერიტორიაზე ავტომობილის სავარძელში დატოვა.

პოლიციამ იმავე დღეს დაადგინა, რომ მკვლელობის ჩამდენი მისი 34 წლის ვაჟი იყო.

მათი  საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას იპოვეს  დანაშაულის იარაღი, კარაბინი და მამაკაცის ხელნაწერი  ბარათი, რომელშიც აღიარებს დედის მკვლელობას და მკვლელობის მიზეზად ფინანსურ პრობლემებს და ასევე დედის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასახელებს.

პოლიციამ ასევე მოიპოვა ვიდეოჩანაწერები, რომელზეც დაფიქსირებულია დამნაშავის მოქმედებების ამსახველი ვიზუალური მასალა,  რომელიც  მკვლელობაში მის ბრალეულობას ამტკიცებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *