Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

კუნძულ კოსზე ჩვილი ბავშვის ცხედარი იპოვეს

კუნძულ კოსზე ჩვილი ბავშვის ცხედარი იპოვეს

კუნძული კოსის საავადმყოფოში გუშინ ღამით თითქმის ერთი წლის გოგონა მიიყვანეს, რომელიც უკვე გარდაცვლილი იყო, თუმცა ამის დადგენა მისმა გარშემომყოფებმა მაშინვე ვერ შეძლეს.

გარდაცვლილი გოგონას მშობლებმა საღამოს 8 საათისთვის დარეკეს სასწრაფო დახმარების გამოსაძახებლად. ზარის დროს გოგონას დედა, რომელიც მეორე ბავშვზეა ორსულად, “ბავშვი, ბავშვი”-ყვიროდა. თუმცა მაშინ როცა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბავშვი საავადმყოფოში მიიყვანა პატარა გოგონა უკვე გარდაცვლილი იყო.

პოლიციამ გოგონას მშობლები განყოფილებაში გადაიყვანა დასაკითხად, რადგან გოგონას ცხედარს აღენიშნებოდა ნაკაწრები და სისხლჩაქცევები.

გარდაცვლილი გოგონას მშობლები ამ დრომდე დაკავებულები არიან და განყოფილებაში დარჩებიან მანამ, სანამ გამოძიება არ დაადგენს გარდაცვალების ზუსტ მიზეზებს. 

გოგონას ცხედარს დღეს კუნძულ როდოსზე გადაიყვანენ ექსპერტიზის ჩასატარებლად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *