Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ხუთშაბათი, ივლისი 2, 2026
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

კუნძულ კრეტაზე ტემპერატურა 30 გრადუსამდე გაიზარდა

კუნძულ კრეტაზე ტემპერატურა 30 გრადუსამდე გაიზარდა

ძალიან მაღალი ტემპერატურა კუნძულ კრეტაზე, რომელმაც ღამით 30 გრადუსსაც კი მიაღწია, იყო მიზეზი კუნძულის მაცხოვრებლებს, განსაკუთრებით კი ჩრდილოეთ კრიტიდან, ზაფხულის ცხელი ამინდის ღამე გაეტარებინათ მარტის თვეში.

როგორც ათენის ობსერვატორიის დირექტორი კოსტას ლაღუვარდოსი განმარტავს protothema.gr-თან საუბრისას, სამხრეთის თბილ ქარებთან ერთად აფრიკული მტვერის შემოჭრამ გამოიწვია გუშინ ღამით ტემპერატურის 28-29 გრადუსამდე გაზრდა. აღნიშნულმა ტემპერატურამ გამთენიის 5 საათამდე გასტანა. დილის 6 საათიდან კი ქარებმა დასავლეთისკენ აიღეს მიმართულება, რამაც ტემპერატურის 22 გრადუსამდე ვარდნა გამოიწვია. თუმცა კოსტას ლაღუვარდოსი აცხადებს, რომ 22 გრადუსიც ამ პერიოდისთვის მაღალი მაჩვენებელია. მან იქვე დასძინა, რომ სხვაობა ტემპერატურაში კუნძულის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს შორის 7-8 გრადუსს შეადგენდა.

იხილეთ ფოტოები ყვეკაზე მაღალი და დაბალი ტემპერატურის მაჩვენებლების მთელი ქვეყნის მასშტაბით:

დიაგრამა რეთიმნონის რაიონში, მეტეოსადგურიდან, რომელიც აჩვენებს, რომ ღამით ტემპერატურა ძალიან მაღალი იყო და დილით დაეცა დაახლოებით 22 გრადუსამდე:

შეგახსენებთ რომ სამხრეთის ქარები, რომლებიც დიდი რაოდენობით აფრიკულ მტვერს შეიცავენ, ზრდიან ჰაერში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს, რომლებიც განსაკუთრებით სახიფათოა გულსისძარღვთა დაავადების მქონე ადამიანებისთვის და ასევე მათთვის, ვისაც ფილტვებზე პრობლემები აქვთ. გუშინდელი მონაცემებით ამ მომწამვლელი ნივთიერებების კონცენტრაციამ ჰაერში ხანიაში 80მგ/მ3-ს მიაღწია, ხოლო აღმოსავლეთ კრეტაზე კი 50მგ/მ3-ს. პროგნოზზე დაყრდნობით მოსალოდნელია მტვრის ტრანსპორტირების გაგრძელება.

კრეტას რეგიონის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დირექტორატმა რეკომენდაცია გასცა რესპირატორული პრობლემებისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. სასურველია ამ ადამიანებმა შეზღუდონ ნებისმიერი ინტენსიური ფიზიკური აქტივობა, განსაკუთრებით თუ ეს აქტივობები ღია ცის ქვეშ უნდა მოხდეს. რეკომენდაციისას ასევე აღნიშნა, რომ ასთმის მქონე ადამიანებს შეიძლება დასჭირდეთ შემამსუბუქებელი წამლის უფრო ხშირი ჩასუნთქვა, მაშინ როცა 65 წლიდან მოქალაქეებმა უნდა შეზღუდონ ყველანაირი ფიზიკური აქტივობა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *