Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

საზაფხულო ამინდმა ხალხს სანაპიროებზე გასვლისკენ უბიძგა

საზაფხულო ამინდმა ხალხს სანაპიროებზე გასვლისკენ უბიძგა

საბერძნეთის შთამბეჭდავ სანაპიროებზე დღის გასატარებლად არაჩვეულებრივი ამინდია შაბათს, 24 მაისს. სინოპტიკოსების განცხადების თანახმად დღეს ტემპერატურა 31 გრადუსსაც კი მიაღწევს. სწორედ ამიტომ დილიდან ათენის სანაპიროებზე ხალხის დიდი რაოდენობა შეინიშნება. 

სანაპიროები გადავსებულია არამხოლოდ ტურისტებით, არამედ ადგილობრივი მოსახლეობითაც.

ტემპერატურა სრულიად საბერძნეთის მასშტაბით მაღალი იქნება.

დასავლეთ მაკედონიაში 11-24 გრადუსამდე იმერყევებს, თრაკისა და მაკედონიის დანარჩენ ნაწილში კი 12-29 გრადუსამდე. იონიის ზღვის კუნძულებზე 14-27 გრადუსი, ხოლო თესალიასა და საბერძნეთის დანარჩენ ნაწილში კი 16-დან 32 გრადუსამდე. განსაკუთრებით მაღალ მაჩვენებელს მიაღწევს ბარომეტრი კუნძულ კრეტაზე, სადაც ადგილობრივად 38 გრადუსიც კი დაფიქსირდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *