Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

პირველი მაისიდან საბერძნეთში ელექტროენერგიაზე ფასდაკლების საზაფხულო პროგრამა ამოქმედდა

საბერძნეთში დღეიდან, 1 მაისიდან ელექტროენერგიის   საყოფაცხოვრებო ტარიფის საზაფხულო, ღამის საათებში ფასდაკლების პროგრამა ამოქმედდა, რომელიც  2023 წლის 31 ოქტომბრამდე შენარჩუნდება.

კერძოდ,  ყოველდღე, საღამოს 11:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ელექტროენერგია შემცირებული ტარიფით.

აღნიშნული პროგრამით სარგებლობისათვის თქვენ უნდა წარადგინოთ შესაბამისი განაცხადი  თქვენს მიერ შერჩეულ, ელექტეოენერგიის მომწოდებელ  კომპანიაში.

განაცხადის  წარდგენის პროცესის განხორციელება შესაძლებელია ორი გზით:

DEDDIE სერვისის აპლიკაციის საშუალებით,  ან ტელეფონით, ნომერზე: 800 400 4000.

აქვე აღნიშნულია, რომ ფასდაკლების პროგრამის  გააქტიურება ფასიანია.

ტარიფზე  განაცხადის წარდგენა შესაძლებელია იმ პირობით, თუ  ფასდაკლების პროგრამის მოთხოვნაზე  ინვოისი დაინტერესებული მხარის სახელზე გაიცემა.

მომხმარებელს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია მოითხოვოს მოხმარების გადასახადის  ცალ-ცალკე დარიცხვა ორივე დროის პერიოდში,როგორც   დღის პერიოდში მოხმარებულ, ასევე  შემცირებული ტარიფის მოქმედების (ღამის საათები) პერიოდში მოხმარებულ ელექტროენერგიაზე.

ორივე შემთხვევაში   ტარიფები განისაზღვრება ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიის მიერ.

როგორ გავარკვიოთ ვსარგებლობთ თუ არა აღნიშნული სერვისით?

არსებობს სამი გზა:

ამას ადვილად ხედავთ მიღებული ელექტროენერგიის გადასახადიდან.

გადახდის ქვითარში, ცალკე გრაფაში აუცილებლად მითითებული  იქნება პროვაიდერის მიერ, ტარიფის მოქმედების ფარგლებში გამოყენებული ელექტროენერგიის რაოდენობის შესაბამისი გადასახდელი თანხა.

კიდევ ერთი გზაა სამონტაჟო პანელის დათვალიერება, სადაც შეიძლება იყოს სპეციალური  ნათურა ინდიკატორი.

თუ ეს ნათურა ღამით აინთება, ეს ნიშნავს რომ  ღამის დენი გაქვთ.

მესამე გზა არის პირდაპირ დაუკავშირდით თქვენს პროვაიდერს, რათა  უშუალოდ შეამოწმოთ გაქვთ თუ არა სერვისი.

 

 

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *