Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიქართველები საბერძნეთში

ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია

ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია

 გლდანის მერვე დაწესებულებასთან ლაზარეს დედა, ბაბუა, ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები დახვდნენ. მარტის აქციების მონაწილე პრეზიდენტმა შეიწყალა და ცნობილი გახდა, რომ ის აქციის მონაწილეებს, რუსული კანონის წინააღმდეგ, უკვე შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მარტში, რუსული კანონის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი 12 აპრილს, მოსამართლე ზვიად შარაძემ დამნაშავედ ცნო და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ლაზარეს შეწყალების გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტმა იმავე საღამოს განაცხადა, თუმცა ამის შემდეგ, მოსამართლემ 14 დღიანი ვადა ითხოვა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად.

გუშინ კი ადვოკატებმა განაჩენის დასაბუთებული ნაწილი მიიღეს და რამდენიმე საათის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჩააბარეს, რის შემდეგაც პრეზიდენტმა შეწყალების აქტი გამოსცა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *