ლარისა: ახალგაზრდებმა სტუდენტები გაძარცვეს
ლარისა: ახალგაზრდებმა სტუდენტები გაძარცვეს
3 სტუდენტი გაძარცვა ახალგაზრდების დაჯგუფებამ კვირას ღამით ფრურიუს ბორცვზე, წმინდა ახილეას ტაძრის მოპირდაპირედ მდებარე პარკში, ლარისაში.
onlarissa.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 3 სტუდენტს თავს 7 ახალგაზრდა დაესხა. თავდამსხმელებმა სტუდენტებს ალყა შეამოარტყეს და ძალის გამოყენებით წაართვეს ოქროს ყელსაბამი ერთ-ერთ სტუდენტს.
მძარცველები შემთხვევის ადგილიდან მას შემდეგ გაიქცნენ, როცა 3 სტუდენტიდან 2 გაანეიტრალეს, ძირს დააგდეს და მუშტები ურტყეს.
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდებს სტუდენტები აედევნნენ მათი შეჩერება მაინც ვერ შეძლეს.
პოლიციამ დაიწყო გამოძიება თავდამსხმელების ვინაობის დასადგენად.
Facebook Comments Box
