Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ლარისა: ევაკუაციისთვის მზადყოფნის ახალი შეტყობინება 112-დან ექვსი რაიონისთვის

დღეს, შაბათს, შუადღის 16.00 საათის შემდეგ ლარისას ექვს რაიონში კვლავ გაიგზავნა ევაკუაციისთვის მზადყოფნის შეტყობინება, რადგან წყლის დონე სახიფათო საზღვრებს ზემოთ რჩება.

კერძოდ, შეტყობინება გაეგზავნათ კატო რაფსანის, ტემპის, იტეას, გონის, მაკრიხორის, ევანგელიზმოს მოსახლეობას წყალდიდობის საფრთხის გამო მზადყოფნისკენ მოუწოდებით.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მდინარის სიმაღლე 10 მეტრს აღწევს. მაშველები აგრძელებენ მცდელობებს, თუნდაც ნავებით გაათავისუფლონ მოსახლეობა.

ოპერაციებში ასევე მონაწილეობს ათობით მოხალისე, რომლებიც ლარისას მუნიციპალიტეტის სამსახურებთან ერთად აგრძელებენ ქვიშის ტომრების შევსებას, რომლებიც გამოიყენება სანაპიროებისთვის სადაც საჭიროა, სახლების მაქსიმალურად დასაცავად.

ამავდროულად, თესალიაში უზარმაზარი ტერიტორიები წყლის ქვეშ რჩება. განგაში გაისმა რაიონში, როდესაც მუშათა საცხოვრებელ სახლთან მდებარე ხიდზე დიდი ბზარი შენიშნეს. შედეგად, იგი მაშინვე ჩაითვალა საშიშად და დაიკეტა. ადგილზე უკვე იმყოფებიან ინჟინრები, რომლებიც ამოწმებენ ხიდის მდგრადობას, რათა შეაფასონ სიტუაცია.

მდინარის ადიდების შემდეგ წყალი მთავარ გზაზეც შევიდა, რის შედეგადაც იგი ვრცელ ტბად გადაიქცა. სწორედ აქამდე მოდიან სამაშველო ნავები, რომლებსაც  მაცხოვრებლები მუშათა საცხოვრებლიდან გადაჰყავს.

მეხანძრეები და მოხალისეები, სამხედრო და კერძო პირებთან ერთად ყოველ ღონეს ხმარობენ ლარისას დასახმარებლად-ამაგრებენ მდინარის ნაპირებს ინერტული მასალებით იმ მონაკვეთში, რომელიც კვეთს ქალაქს, გამოჰყავთ სახლებში ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე მომწყვდეული ადამიანები იმ ადგილებიდან, სადაც წყლის დონე მატულობს. ასევე, ექსპერტ მეცნიერთა ზედამხედველობით კეთდება ღიობები მდინარის ქალაქგარეთ მდებარე ნაწილებში, წყლის წნევის განმუხტვისა და მდინარის დონის სტაბილიზაციის მიზნით.

ამ დრომდე სიტუაცია შესამჩნევად დასტაბილურდა, თუმცა სამაშველო ოპერაციები ისევ გრძელდება.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *