Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ლარისა: პოლიციამ დააკავა 32 წლის ქალის პარტნიორი

ლარისა: პოლიციამ დააკავა 32 წლის ქალის პარტნიორი

32 წლის ქალის პარტნიორის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს მისი დაკითხვის შემდეგ და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ლარისას ციხეში. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ყველა ბრალდებას უარყოფს, ბავშვებმა, რომლებიც ფსიქოლოგის თანდასწრებით დაკითეს, სწორედ ის დაასახელეს მოძალადედ და აღნიშნეს, რომ სხეულზე დამწვრობები მან მიაყენათ.

პაპრალელურად სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ არასრულწლოვნების დედის ლარისას ციხიდან კორიდალოსში გადაყვანას. რომელსაც ბრალი არასრულწლოვნების სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობაში ჩაყენებისთვის ედება.

შეგახსენებთ, რომ შოკისმომგვრელი იყო ექიმის განცხადება, რომელმაც 5 და 6 წლის და-ძმა გასინჯა.

ექიმმა დეტალურად აღწერა მოვლენები და ისაუბრა მიზეზებზე, რამაც ექიმები მიიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე რომ გოგონას ძმაც გაესინჯათ და სწორედ არასრულწლოვნების სხეულებზე აღმოჩენილი ანალოგიური დამწვრობები აღმოჩნდა საფუძველი იმისა, რომ ევარაუდათ, რომ ბავშვები ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი არიან.

“გოგონას კლინიკური დათვალიერებისას აღმოაჩნდა დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში, უფრო მეტად დამწვრობები, რომელთაგანაც უმეტესობა მოშუშების პროცესში იყო, ხოლო ზოგიერთი მათგანი კი შრამად დარჩენილი. შეკითხვაზე, თუ როდიდან აღენიშნებოდა ბავშვს სხეულზე აღნიშნული დაზიანებები და ჰყავდა თუ არა ექიმთან, დედამ მიპასუხა, რომ აღნიშნული დაზიანებები გამუდმებული ქავილისგან აქვთ მიყენებული და გამომდინარე იქიდან, რომ

ნევროლოგიური პრობლემების გამო ვერ მუშაობს ექიმთან წაყვანაც ვერ მოახერხა.  კლინიკური დათვალიერების პროცესში დედა საეჭვოდ იქცეოდა და სწორედ ეს გახდა საფუძველი საჭიროდ ჩაგვეთვალა ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებაც, რომელსაც აღენიშნებოდა სახისა და ზედა კიდურების არეში დრამატული დაზიანებები.”- აცხადებს ექიმი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *