Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ხუთშაბათი, ივლისი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ბავშვთა საზაფხულო ბანაკებში რეგისტრაცია გრძელდება

ბავშვთა საზაფხულო ბანაკებში რეგისტრაცია გრძელდება

დღეს დილის 09:00 საათიდან, 19 მაისიდან, გაიხსნა ელ.პლატფორმა ბავშვთა საზაფხულო ბანაკებში რეგისტრაციის ფორმების შესავსებად. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს შშმ არასრულწლოვანი პირების მიღებასაც.

უფრო კონკრეტულად კი აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 6-დან 16 წლამდე ახალგაზრდებს.

1-ლი საზაფხულო ბანაკის პერიოდი გასტანს 15 ივნისიდან 29 ივნისამდე

მე-2 2 ივლისიდან 16 ივლისამდე

მე-3 18 ივლისიდან 1 აგვისტომდე

მე-4  3 აგვისტოდან 17 აგვისტომდე

ხოლო მე-5 კი 18 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე.

შესაძლოა დროის მონაკვეთის ცვლილება, თუმცა თითოეულ ბავშვს არ შეუძლია 15 დღეზე მეტი გაატაროს ბანაკში.

რაც შეეხება შშმ პირებს მათთვის საზაფხულო ბანაკში ყოფნის პერიოდი შემდეგია:

  • 24 ივნისიდან 3 ივლისამდე
  • 14 ივლისიდან 23 ივლისამდე
  • 28 ივლისიდან 6 აგვისტომდე
  • 11 აგვისტოდან 20 აგვისტომდე
  • 25 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე.

ამ შემთხვევაშიც დროის მონაკვეთის ცვლილება დასაშვებია, თუმცა მათ არ შეეძლებათ დაჰყონ 10 დღეზე მეტი ბანაკში.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება ჯამში 36 000 ბავშვს შეეძლება.

მონაწილეთა სიები კი 10 ივნისს გამოქვეყნდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *