Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიUncategorized

პოლიციამ 59 წლის კაცი დააკავა, რომელსაც ოჯახური ძალადობისთვის 15 წლის შვილიშვილმა უჩივლა

პოლიციამ 59 წლის კაცი დააკავა, რომელსაც ოჯახური ძალადობისთვის 15 წლის შვილიშვილმა უჩივლა

შაბათს, 21 ივნისს საღამოს პოლიციამ ვოლოსში 59 წლის კაცი დააკავა, რომელსაც ბრალი ოჯახური ძალადობისთვის ედება. 

პოლიციაში საჩივარი ბრალდებულის შვილიშვილმა შეიტავა და განაცხადა, რომ ბაბუამ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სასქესო ორგანოში წიხლი ამოარტყა და მისი რკინით სცემა სცადა.

დაკავებული დღეს დილით პროკურორთან დაკითხვაზე გადაიყვანეს. ბრალდებული აცხადებს, რომ მისმა შვილიშვილმა სახლში ყველაფერი დალეწა და როცა მისი დამშვიდება სცადა, სწორედ მაშინ დარეკა 15 წლის ბიჭმა პოლიციაში და ბაბუას ცილი დასწამა.

gegonota.news-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 15 წლის ბიჭი დედამ, რომელიც ნარკოდამოკიდებულია, დიდიხნის წინ მიატოვა. ბიჭზე მეურვეობა მამას ჰქობდა მინიჭებული, ბრალდებულის შვილს, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ბავშვის მამაც ნარკოდამოკიდებულია, ბავშვზე მზრუნველობა ბაბუამ ითავა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *