Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

ლასითიოში დიდი ხანძარია – მოსახლეობის ევაკუაცია უკვე 5 დასახლებიდან მოხდა – საფრთხე ემუქრება სასტუმროებს

ლასითიოში დიდი ხანძარია – მოსახლეობის ევაკუაცია უკვე 5 დასახლებიდან მოხდა – საფრთხე ემუქრება სასტუმროებს

დღეს საღამოს გაჩენლი ხანძარი კუნძულ კრეტაზე, კერძოდ ლასითიოში უფრო და უფრო დიდ ტერიტორიას ედება.

20:30 საათზე 112-მა აღია ფოტიას, ახლიას, ღალინის, ფერმასა და კუცუნარის მოსახლეობის ევაკუაციის განკარგულება გასცა და მოსახლეობას იერაპეტრასკენ გადაადგილებისკენ მოუწოდა.

ამ დროისთვის ცეცხლი დაუმორჩილებელია და საფრთხეს წარმოადგენს როგორც სახლებისთვის, ასევე სასტუმროებისთვისაც.

ტელემაუწყებელი ΣΚΑΪ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სანაპიროზე მყოფი ადამიანები სახიფათო ტერიტორიიდან კატერებით გაიყვანეს.

ხანძრის ჩასაქრობად მუშაობს 145 მეხანძრე 25 სახანძრო მანქანით, 2 ვერტმფრენი და 8 ფეხით მოსიარულე მეხანძრეთა დაჯგუფება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *