Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ლიბია: მათი სიხარული რვა დღის შემდეგ ტრაგედიად იქცა-ფოტოები ანჟელა მანდალიოს ქორწილიდან

ფოტოები ანჟელა მანდალიოს ქორწილიდან, რომელიც შედგა  რვა დღით ადრე, სანამ ის ძმასთან ერთად ლიბიაში, საბედისწერო ავტოკატასტროფაში დაიღუპებოდა, რომელმაც მთელი საბერძნეთი შოკში ჩააგდო, სულისშემძვრელია. გარდაცვლილი და-ძმა ბენღაზის თემის ბერძენი პრეზიდენტის შვილები იყვნენ და ისინი ნებაყოფლობით მონაწილეობდნენ როგორც  თარჯიმნები ლიბიის ბერძნულ მისიაში.

ანჟელას ქორწილი ათენში შედგა, ლიბიის ფერებში და ეს იმიტომ, რომ ის ლიბიაში გაიზარდა და ძალიან უყვარდა ეს ქვეყანა. ანჟელას მშობლები ამაყობდნენ თავიანთი ქალიშვილით. მან მეუღლე ლონდონში სწავლის დროს გაიცნო. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ქორწილიდან ერთი კვირის შემდეგ ის მკვდარი იქნებოდა და გულებს დაწყვეტდა არა მარტო მის ოჯახს, არამედ მთელ საბერძნეთს.
მანტალიოსი-2
“ლიბია იყო მათი მეორე სახლი  და ისინი იბრძოდნენ მისი აღდგენისთვის.
ისინი იყვნენ ბავშვები, რომლებსაც ძალიან უყვარდათ ლიბია, ეს იყო მათი მეორე სახლი და ისინი იბრძოდნენ ქვეყნის აღმშენებლობისთვის. ანჟელას აწუხებდა ლიბიაში არსებული მდგომარეობა და სურდა მათ დასახმარებლად წასულიყო. მან დაუფიქრებლად მიიღო ბერძნულ მისიაში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილება. ამ მოგზაურობისას მან ძმას სთხოვა გაჰყოლოდა, ერთად წასულიყვნენ მათ დასახმარებლად და სამწუხაროდ ამ მოგზაურობას ტრაგიკული დასასრული ჰქონდა“, – ამბობს მედიასთან საუბრისას ოჯახის მეგობარი და განაგრძობს: „ანჟელა ძლიერი ქალი იყო, ბავშვობიდან უშიშარი, უყვარდა ცხენები და ცხენოსნობა. სწავლობდა ბიზნესის ადმინისტრირებას და ფინანსებს  King’s College-ში. მუშაობდა კომპანიების მარკეტინგში ტურიზმის სექტორში და ბოლო წლებში ჩართული იყო მამის ბიზნესშიც. მისი გატაცება იყო ცხენები და ძაღლები. ის საუბრობდა ოთხ ენაზე (ინგლისური, არაბული, გერმანული და ბერძნული). მან ბავშვობიდან ისწავლა არაბული ბენღაზის უბნებში ბავშვებთან თამაშისას.
მანტალიოსი-3
ფილიპი, ანჟელა და მათი და ლილი
” ანჟელას ძმა ფილიპი სწავლობდა სამოქალაქო ინჟინერიას მანჩესტერის უნივერსიტეტში. იგი მუშაობდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, ლიბიაში, ყატარში და პორტუგალიაში და ბოლო წლებში ასევე ჩართული იყო მამის, ბენღაზის ბერძნული საზოგადოების პრეზიდენტის ბიზნეს საქმიანობაში.

ის ასევე მუშაობდა ტობრუკში ახალი ელექტროსადგურის მშენებლობაზე და ბენღაზის ურბანულ გეგმაზე საკანალიზაციო ქსელის დაგეგმარებაში”- აღნიშნავს პრესასთან საუბრისას გარდაცვლილთა ოჯახის მეგობარი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *