Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

წლების წინ გაუჩინარებული იტალიელი მამაკაცი ახლახანს საბერძნეთში იპოვეს

იტალიის საზოგადოებრივი ტელევიზიის Rai-ს სატელევიზიო შოუმ, რომელიც ეხება ადამიანთა გაუჩინარების შემთხვევებს, გამაოგნებელი აღმოჩენა გააკეთა: 55 წლის იტალიელი ადამო გუერა ათი წლის წინ გაუჩინარდა, მანამდე კი მშობლებს დაუტოვა წერილი, რომელშიც წერდა, რომ ის თვითმკვლელობას აპირებდა.

“გამარჯობა დედა და მამა. ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი. სამწუხაროდ, ყველაფერი ცუდად წავიდა. ვეცდები ეს ბოლო ნაბიჯი სწორად გადავდგა, რომ ჩემი დაკრძალვის ტკივილი არ განიცადოთ. დადგა დრო, როცა ყველაფერი უნდა დასრულდეს“, – წერდა იგი წერილში.

გუერა იყო დაქორწინებული და იყო ორი მცირეწლოვანი შვილის მამა, რომლებიც გაიზარდნენ იმოლაში, ჩრდილოეთ იტალიაში. მთელი ამ წლების განმავლობაში მისი მეუღლე აგრძელებდა მის ძებნას. გამოძიებამ დაადგინა, რომ გაუჩინარებამდე მან მიატოვა თავისი მანქანა ანკონაში, სადაც ასევე იყიდა ბორანის ბილეთი საბერძნეთის მიმართულებით.

ახლა, საქმის აღძვრიდან რვა წლის შემდეგ, იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებლის Rai-ს თანამშრომელმა აღმოაჩინა დაკარგული მამაკაცი, ცოცხალი და სრულიად ჯანმრთელი, პატრაში, სადაც ის როგორც ჩანს, მუდმივად ცხოვრობს.

ორმოცდათხუთმეტი წლის გუერა თხოვდა გადაცემის პროდიუსერს, რომ „დაევიწყებინათ“ მისი არსებობა და არ გასულიყო მისი პოვნის შესახებ ინფორმაცია ახალ ამბებში, მაგრამ სიუჟეტი მისი პოვნის შესახებ მაინ გაკეთდა. მისმა მეუღლემ ნახა ვიდეო, იცნო იგი და გაკვირვებისა და სევდის მიუხედავად, მადლობა გადაუხადა საგამოძიებო მაუწყებლებს და აქვე მეუღლის მისამართით დამახასიათებელი კომენტარი გააკეთა:„ ის არც კაცია და არც მამა“- თქვა ქალმა.

ინფორმაციის თანახმად, საბოლოოდ გუერამ ახლახანს საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრები იტალიის მოქალაქეების რეესტრში ჩაწერა მოითხოვა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *