Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ხუთშაბათი, ივლისი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ლიოსიონ: არ მადარდებს ჩემი შვილის ბედი, დაშავებულის მდგომარეობას განვიცდი – აცხადებს 16 წლის მოტოციკლეტისტის დედა

ლიოსიონ: არ მადარდებს ჩემი შვილის ბედი, დაშავებულის მდგომარეობას განვიცდი – აცხადებს 16 წლის მოტოციკლეტისტის დედა

მოტოციკლეტისტის დედამ ისაუბრა ტელემაუწყებელ ΣΚΑΪ -ზე ლიოსიონში შაბათს, 18 აპრილს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ მისი შვილი 16 წლის გოგონას გზის გადაკვეთისას შეეჯახა. გოგონა მძიმე დაზიანებებით ამ დრომდე საავადმყოფოში გადის მკურნალობას.

“არ მახსოვს რომელი საათი იყო როცა პოლიციამ კარზე დამიკაკუნა. მკითხეს სად იყო ჩემი შვილი. რაზეც კითხითვე ვუპასუხე “რა მოხდა?” მიპასუხეს, რომ უბედური ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, მაგრამ ჩემს შვილს არც მოტოციკლეტი ყავს, არც მანქანა. თავიდან ვიფიქრე, რომ ჩემ შვილს დაეჯახა მანქანა. ჩემმა მეორე შვილმა მეგობარს დაურეკა და სთხოვა გადაეცა მისი ძმისთვის პოლიციის შენობაში მისულიყო. იმ ვიდეოს ნახვის შემდეგ ცუდად ვარ. მეც დედა ვარ, შვილები მყავს, ვიცი როგორ ცუდად გრძობს თავს დაშავებულის ოჯახი. ბოდიში, ბოდიში, ძალიან ვწუხვარ. ვიცი, რომ ბოდიში არ კმარა, მაგრამ არ შემიძლია სხვა რამ გავაკეთო.. ვლოცულობ რომ უკეთ გახდეს..”

კითხვაზე უნდა თუ არა რაიმე უთხრას მის შვილს მოტოციკლეტისტის დედამ უპასუხა: “მინდა ვკითხო მართავდა თუ არა თავად იმ მოტოციკლეტს. მინდა მისგან მოვისმინო პასუხი. ძალიან შეწუხებულია, ძალიან კეთილი ბავშვია. ამ ეტაპზე ჩემი შვილი არ მაინტერესებს, მაინტერესებს გოგონა რომელიც დაშავდა.. იმედია კარგად იქნება.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *