Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
მსოფლიო

ლონდონი: პოლიციამ ცნობილი თურქი დიჯეის მკვლელობის საქმე გახსნა

ლონდონის პოლიციამ გახსნა ცნობილი თურქი დიჯეის მეჰმედ კორაი ალპერგინის საქმე, რომელიც ლონდონში სასტიკი წამების და მკვლელობის მსხვერპლი გახდა.

43 წლის დიჯეი 34 წლის შეყვარებულთან ერთად გაიტაცა ექვსმა კაცმა ტოტენჰემ ჰოტსპურის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან 2022 წლის 13 ოქტომბერს.

სასტიკად ნაწამები დიჯეის შიშველი ცხედარი ტყეში დაგდებული იპოვეს. გარეგანი დათვალიერებისას აშკარად ჩანდა, რომ ის ნაცემი იყო მძიმე საგნით, ჰქონდა დანით მიყენებული ჭრილობები და სხეულზე მდუღურე წყალი გადასხმული. ცხედარი შემთხვევით იპოვა გამვლელმა, რომელიც ძაღლს ასეირნებდა. მისი შეყვარებული კი ორი დღის განმავლობაში იმ ბარის ტუალეტში იყო გამოკეტილი, სადც ის გამტაცებლებმა მიიყვანეს.

ექვს მამაკაცს ბრალად ედება მკვლელობა, გატაცება და გამოძიებისთვის ცრუ ჩვენებების მიცემა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ კორაი ალპერგინი გაიტაცეს და აწამეს დასჯის მიზნით, მისგან გარკვეული ინფორმაციის მისაღებად, სავარაუდოდ ეს უკავშირდება ნარკოტიკების ან ფულის ადგილსამყოფელს- რისი გაგებაც მის გამტაცებლებს სურდათ. აშკარაა რომ თავდასხმა დაკავშირებულია ორგანიზებულ დანაშაულთან და ნარკოტიკებთან, თუმცა ბრალდებულებმა უარყვეს რაიმე სახის მონაწილეობა დიჯეის მკვლელობაში.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *