Latest news
ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა რა ჰქონდათ განზრახული დამნაშავეებს და რატომ მიატოვეს მირტო ქუჩაში 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის წინააღმდეგ ახალი საჩივარი შეიტანეს იასამნისფერი გზა, რომელიც თავს ზღაპრის გმირად გაგრძნნობინებთ საბერძნეთის ინიციატივას, არასრულწლოვნებისთვის სოც.მედიაზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით კვიპროსი... Cosmote Telekom-ი მეტალიკას კონცერტზე დასასწრებ ბილეთებს ათამაშებს როდემდე უნდა გადავცვალოთ ძველი პირადობები ირაკლიო: ციხიდან გაქცეულმა პატიმარმა გზად ქალი დააყაჩაღა კეფალონია: 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმის ახალი დეტალები ვრცელდება
პარასკევი, აპრილი 17, 2026
მსოფლიო

ოჯახი, რომლის წევრებიც ოთხზე დადიან მეცნიერებს თავსატეხს უჩენს

თურქეთში მცხოვრებმა ულასების ოჯახმა თავდაყირა დააყენა სამეცნიერო საზოგადოება და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ადამიანის სახეობის ევოლუციას.

მეცნიერებს აბნევს ის ფაქტი, რომ ოჯახის ზოგიერთი წევრი დადის ოთხზე, ანუ ხელებს „მცოცავი დათვივით“ იყენებს.

ულასების ოჯახის შესახებ  პირველად ცნობილი გახდა მათ შესახებ სამეცნიერო ნაშრომის მეშვეობით, რასაც მოჰყვა 2006 წელს BBC-ის დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით “ოჯახი, რომელიც დადის ოთხზე”.

პროფესორმა ნიკოლას ჰამფრიმ, ევოლუციის ფსიქოლოგმა აღმოაჩინა, რომ ამ ოჯახში 18 ბავშვიდან ექვსი მათგანი დაიბადა ამ მახასიათებლით.

„არასდროს ველოდი, რომ ყველაზე არაჩვეულებრივი სამეცნიერო ფანტასტიკის პირობებშიც კი, თანამედროვე ადამიანები ცხოველურ მდგომარეობას დაუბრუნდებოდნენ. რაც გამოგვარჩევს ცხოველთა დანარჩენი სამყაროსგან არის ის ფაქტი, რომ ჩვენ ვართ ის სახეობა, რომელიც დადის ორ ფეხზე და თავი მაღლა უჭირავს“, – განმარტა მან.

ულასების ოჯახი დოკუმენტურ ფილმში აღწერილი იყო, როგორც “დაკარგული რგოლი ადამიანსა და მაიმუნს შორის”.

ლივერპულის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კვლევის ცენტრში მყოფი ბავშვების ჩონჩხები უფრო ჰგავდა მაიმუნისას, ვიდრე ადამიანის და ჰქონდათ შეკუმშული ცერებრუმი, მდგომარეობა, რომელიც ჩვეულებრივ გავლენას არ ახდენს სხვა ადამიანების ორ ფეხზე სიარულის უნარზე.

თუმცა, მაშინ როცა მაიმუნები იყენებენ სახსრებს გადაადგილებისთვის, ეს ადამიანები იყენებენ ხელის გულებს, რაც მნიშვნელოვან განსხვავებას აღნიშნავს. ”ვფიქრობ, შესაძლებელია, რომ ის, რასაც ჩვენ ვხედავთ ამ ოჯახში, შეესაბამება იმ დროს, როდესაც ჩვენ შიმპანზეებივით დავდიოდით. მაგრამ ეს იყო გარდამავალი ეტაპი ხეებიდან ჩამოსვლისა და სრულ ორფეხად გახდომას შორის“, აღნიშნავს ჰემფრი.

ბავშვები უზრუნველჰყვეს ფიზიკური თერაპიით და აღჭურვილობით, რომელიც ორ ფეხზე სიარულში  დასახმარებლად გამოიყენებოდა, რამაც გამოიწვია მათი მობილობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *