Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

მანქანაში ჩაჯდა და ჩემი მეუღლისთვის უნდოდა გადაეარა – აცხადებს 43 წლის ქალბატონი

მანქანაში ჩაჯდა და ჩემი მეუღლისთვის უნდოდა გადაეარა – აცხადებს 43 წლის ქალბატონი

“ეს ადამიანები უნდა იყვნენ საგიჟეთში და არა საავადმყოფოში.” – განაცხადა ქალბატონმა, რომელსაც სამშაბათს დილით სამი მამაკაცი დაესხა თავს შუა ქუჩაში, იერასა და თივონის ქუჩების კვეთაზე, ეღალეოში. მან STAR-თან საუბრისას განაცხადა: “მირტყამდნენ სახეშიც, მთელი სახე დაბუჟებული მაქვს.”

სამმა თავდამსხმელმა დაშავებული ქალის მეუღლე მანქანიდან გადმოათრიეს, “მუშტებს მირტყამდნენ, როცა დავეცი ჩემს ქმარს დაუწყეს ცემა. წიხლებს და მუშტებს ურტყამდნენ და კიდევ რა ვიცი რას აღარ..” 

“როცა ჩემი ქმარი დაცემული დავინახე, მივედი რომ მივხმარებოდი, თუმცა არც მე დამინდეს.”

აღნიშნული შემთხვევა სამშაბათს დილის 10:00 საათზე მოხდა, მაშინ, როცა ავტომანქანები შუქნიშანზე იყვნენ გაჩერებულები. გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო სამი თავდამსხმელი გადმოვიდა მანქანიდან და გაემართნენ ავტომანქანისკენ, რომელშიც დაზარალებული წყვილი იმყოფებოდა. თავდამსხმელებმა ცემა დაუწყეს როგორც მანქანაში მყოფ მამაკაცს ასევე ქალსაც, რომელიც მის გვერდით იჯდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *