მარევა გრაბოვსკი პართენონას ქანდაკებების დაბრუნების აუცილებლობაზე საუბრობს
მარევა გრაბოვსკი პართენონას ქანდაკებების დაბრუნების აუცილებლობაზე საუბრობს
პართენონას ქანდაკებების საბერძნეთში დაბრუნების საკითხზე განცხადება გააკეთა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის მეუღლემ, მარევა გრაბოვსკი-მიცოტაკისმა. მარევა გრაბოვსკიმ კომენტარი გააკეთა Bayeux გობელენის ბრიტანეთის მუზეუმში გადატანის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და სწორედ ასე წამოიჭრა პართენონას ქანდაკებების საკითხიც.
გრაბოვსკი-მიცოტაკისის განცხადებით, ამ ორ შემთხვევას ერთმანეთთან კავშრი არ აქვს, რადგან საქმე განსხვავებული ტიპის კულტურულ მემკვიდრეობას ეხება.
„სესხით გადაცემა და ტაძრიდან ჩამოჭრილი საკუთრება ერთი და იგივე არ არის“, — აღნიშნავს იგი.
მისი განმარტებით, Bayeux გობელენი დამოუკიდებელი ხელოვნების ნიმუშია, მაშინ როდესაც პართენონას ქანდაკებები ერთიანი არქიტექტურული და მხატვრული კომპლექსის შემადგენელი ნაწილია.
„Bayeux გობელენის ბრიტანეთის მუზეუმში გადატანა ნამდვილად არის კულტურული თანამშრომლობის გამარჯვება, მაგრამ ეს არის დამოუკიდებელი ხელოვნების ნიმუში და არა არქიტექტურული მთლიანობა, რომელიც ორ ნაწილადაა გაგლეჯილი“, – წერს იგი.
მისივე შეფასებით, პართენონას ქანდაკებების საკითხი არ უნდა განიხილებოდეს მუზეუმებიდან კულტურული საგნების დაბრუნების შესახებ ზოგადი დისკუსიის კონტექსტში. მისი თქმით, ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა, რომელიც კონკრეტული ძეგლის მთლიანობის აღდგენას უკავშირდება.
„პართენონას ქანდაკებები ერთი და იმავე ტაძრის ნაწილიაა. მათი გაერთიანება ნიშნავს უნიკალური ძეგლის მხატვრული, არქიტექტურული და ისტორიული მთლიანობის აღდგენას, რომელიც არასოდეს უნდა ყოფილიყო დანაწევრებული“, აცხადებს გრაბოვსკი-მიცოტაკისი.
