იღუმენიცა: პოლიციელი რომელსაც 102 კილო კანაბისი გადაჰქონდა საპატრულო ავტომობილით – დაკავებულია სამი ადამიანი.
იღუმენიცა: პოლიციელი რომელსაც 102 კილო კანაბისი გადაჰქონდა საპატრულო ავტომობილით – დაკავებულია სამი ადამიანი.
მანქანაში ერთ ალბანელთან ერთად იმყოფებოდა – მათთან ერთად ასევე დაკავებულია კიდევ ერთი პოლიციელი – როგორ ჩატარდა ნარკოოპერაცია, რომელშიც თვითონ დაკავებულიც იღებდა მონაწილეობას?
იღუმენიცას რეგიონში სამართალდამცავმა უწყებებმა ორ პოლიციელს ხელბორკილები დაადეს.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ადგილობრივი სამართალდამცავი თანამშრომლების მიერ დაფიქსირებული მანქანა, რომელსაც მოუწოდეს რომ გაჩერებულიყო საჭირო შემოწმებისთვის, პოლიციის განკარგულებას არ დაემორჩილა და განაგრძო მაღალი სიჩქარით მოძრაობა. პოლიცია ეჭვმიტანილების მანქანას დაედევნა, მაგრამ მათი გადამოწმება მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, როცა ავტომობილის მძღოლმა კონტროლი დაკარგა და მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ სამ მანქანას შეასკდა.
მანქანის მძღოლი 41 წლის უფროსი სერჟანტი გახლდათ, რომელიც მსახურობს იღუმენიცას ნარკოტიკული დანაშაულების აღმკვეთ განყოფილებაში, ხოლო მისი თანამგზავრი, ამავე ასაკის ალბანელი იყო. მანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 19 შეკვრა ნედლი კანაფი რომელიც არის 102 კგ და 670 გრამი.
დაკავების დროს 41 წლის მამაკაცი საპატრულო მოვალეობას ასრულებდა 50 წლის უფროს სერჟანტთან ერთად, რომელიც იმავე უწყებაში მსახურობს. ოპერაციის დროს 50 წლის თანამშრომელი, რომელიც წესით მორიგეობას ასრულებდა, იმყოფებოდა თესპროტიის საღიადას რაიონში მდებარე კაფეში და მისი სამსახურებრივი იარაღი დატოვებული ჰქონდა მანქანაში, რომელითაც მის კოლეგას ნარკოტიკები გადაჰქონდა.
პოლიციის განცხადება:
იღუმენიცას უშიშროების საქვეუწყებო დაწესებულების ნარკოტიკული დანაშაულების აღმკვეთი განყოფილების თანამშრომლებმა ნარკოკანონმდებლობის დარღვევაში ბრალდებული ორი პოლიციელი და რიგითი უცხოელი დღეს, (15-03-2024) გამთენიისას დააკავეს.
კერძოდ, ზემოაღნიშნული სამსახურის მიერ ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში დაფიქსირდა პოლიციელი, რომელიც მართავდა საპატრულო ავტომობილს და მანქანაში ჰყავდა მგზავრი, რომელიც არ იყო პოლიციის თანამშრომელი. შემოწმების ჩასატარებლად გაიცა გაჩერების სიგნალი. თუმვა ავტომობილის მძღოლი პოლიციის შუქ-ხმით სიგნალებს არ დაემორჩილა, განაგრძო მოძრაობა და ცოტა ხნის შემდეგ ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მოუწია გაჩერება.
საპატრულო ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 19 შეკვრა ნედლი კანაფი, რომელიც არის 102 კილო და 670 გრამი.
ცნობილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევამ მატერიალური ზიანი მიაყენა 3 მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ მანქანას და საპატრულო ავტომობილს, რომელიც მათ შეასკდა.
დაკავებულები გადაყვანილები არიან დაკითხვაზე.
